12 August 2007

რა არის ბლოგი?

ბლოგები სულ უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტში. ადამიანები ქმნიან ბლოგებს და უზიარებენ მსოფლიოს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ინფორმაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ბლოგერების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ჩემი აზრით ბლოგები წარმოადგენენ ინტერნეტში ქართულენოვანი ქონთენთის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან საშუალებას. ბლოგები ასევე ონლაინ პროფესიული თემების შექმნის კარგი საშუალებაა.
მე დარწმუნებული ვარ,რომ მალე ქართულ ინტერნეტშიც მომრავლდება საინტერესო ბლოგები.
აქ წარმოდგენილ ვიდეოში, სახელწოდებით ”Blogs in Plain English”, საკმაოდ თვალსაჩინოდ არის ახსნილი, თუ რა არის ბლოგი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.