23 April 2008

We Think

Charles Leadbeater-ის ვიდეო ”We Think" (ჩვენ ვაზროვნებთ).
Charles Leadbeater-ი ავტორია წიგნის ”We Think: The Power of Mass Creativity” (ჩვენ ვაზროვნებთ: მასების შემოქმედების ძალა”).
სხვათა შორის, ამ წიგნის პირველი თავის სათაური: You are what you share (შენ ხარ ის, რასაც უზიარებ სხვებს), ძალიან ეხმიანება შოთა რუსთაველის იმ სიტყვებს, რომლებიც მოყვანილია ჩემი ბლოგის სათაურის ბანერზე.
ჩემი აზრით ეს ზუსტად ახასიათებს თანამედროვე ტენდენციებს.
ვიდეოში თვალსაჩინოდ არის გადმოცემული წიგნის ძირითადი იდეები.

10 April 2008

საინტერესო საიტები - 10 აპრილი 2008

Interactive Teaching Programs (ITPs)
ინტერაქტიული პროგრამები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს მათემატიკის სხვადასხვა თემების სწავლებისას. გამოადგებათ, როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო საფეხურის მასწავლებლებს.

06 April 2008

სწავლების შვიდი სტრატეგია

პრაქტიკული სახელმძღავენელო, რომელიც გამოცემულია National Center for Education Research. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კვლევებზე დაფუძნებული სწავლების შვიდი სტრატეგია, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში.

სახელმძღვანელოს გადმოწერა

05 April 2008

საინტერესო საიტები - 5 აპრილი 2008

ინტერაქტივი - წელიწადის დროების ცვლა
თვალსაჩინო ინტერაქტიული ინსტრუმენტები - დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ წელიწადის დროების ცვლის კანონებს.