30 May 2009

ხაკერები - მთავარი საფრთხე

29 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში შექმნა კიბერუსაფრთხოების განყოფილება, რომელსაც უხელმძღვანელებს ”კიბერმეფე”. ობამამ აღნიშნა, რომ ხაკერები წარმოადგენენ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს. მისი თქმით სახელმწიფო ჯერ სრულად ვერ უმკლავდება ამ პრობლემას. ”კიბერმეფეს” მთავარი მოვალეობა იქნება საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამთავრობო და სახელმწიფო დონეზე.

სწორედ 29 მაისს თურქ ხაკერებმა გატეხეს აშშ-ს ორი სამხედრო სერვერი, ხოლო აპრილში ხაკერებმა გატეხეს პენტაგონის სერვერი, სადაც ინახებოდა ინფორმაცია მეხუთე თაობის ბომბდამშენის შესახებ.

თუ აშშ-ს ასე უჭირს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა, წარმომიდგენია რა მდგომარეობაა ამ კუთხით სხვა ქვეყნებში (ჩვენ ქვეყანაზე არც კი ვსაუბრობ).

No comments: