ინოვაციური აზროვნების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი. ინფორმაციასთან მუშაობის განსხვავებული ინსტრუმენტების ძიება მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მომავალში ალბათ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება.
26 April 2010
16 April 2010
The Best of Blogs
15 აპრილს ბლოგების საერთაშორისო კონკურსზე The Best of Blogs (The BOBs) გამოვლინდა საუკეთესო ბლოგები 17 ნომინაციაში.თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდა ორი გამარჯვებული - ერთი ჟიურის ვერსიით, მეორე - მომხმარებელთა ვერსიით.
გამარჯვებული ბლოგების სია ჟიურის ვერსიით იხილეთ აქ.
გამარჯვებული ბლოგების სია მომხმარებელთა ვერსიით იხილეთ აქ.
ტეგები:
ბლოგი
13 April 2010
ინტერნეტის ოპერაციული სისტემა
Tim O'Reilly-ის ძალიან საინტერესო სტატია ”The State of the Internet Operating System” და ამ სტატიის რუსული თარგმანი.
სტატიაში წარმოდგენილია ინტერნეტის განვითარების ფუნდამენტური იდეები.
სტატიაში წარმოდგენილია ინტერნეტის განვითარების ფუნდამენტური იდეები.
ტეგები:
ხედვა
10 April 2010
Institute for Web Science
საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა: მარტში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით დაარსდა ვებ-მეცნიერების ინსტიტუტი (Institute for Web Science). ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, ფოკუსირებული მომავალი თაობის ვებისა და ინტერნეტის ტექნოლოგიების კვლევაზე და მათი კომერციალიზაციის გზების ძიებაზე. ინსტიტუტის დაარსება ბრიტანეთის მთავრობის იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც გულისხმობს სამთავრობო მონაცემებისა და ინფორმაციის რადიკალურ გახსნას.
ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს ხიდის ფუნქცია კვლევებსა და ბიზნესს შორის.
...Web 2.0-ის ტექნოლოგიებმა მნიშნელოვნად გაუადვილა ადამიანებს კონტენტის შექმნისა და გამოქვეყნების საშუალება. Web 3.0 - ინტერნეტის განვითარების მომდევნო ეტაპია, რომელიც მისაწვდომს გახდის მსოფლიო მონაცემების უზარმაზარ მასივებს, რაც საშუალებას მისცემს ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს დაინახოს და გამოიყენოს სხვადასხვა საინფორმაციო მასივებს შორის არსებული კავშირები. შეიქმება შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ამ მონაცემების კვლევა და საჭირო ინფორმაციის ამოკრება. ეს შექმნის პრიმციპულად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ბიზნესისათვის, ასევე საჯარო სექტორისათვის. რა თქმა უნდა, ეს ასევე დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპიცაა.
ეს ტენდენციები განათლების სისტემაზეც მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას.

ეკონომიკა და ისტ,
კვლევა
01 April 2010
აკადემიური კონტენტის ძებნა
Microsoft Academic Search - აკადემიური ინფორმაციის საძიებო სისტემა Microsoft-ისგან.
ტეგები:
Microsoft,
ძებნა ინტერნეტში
Subscribe to:
Posts (Atom)