28 May 2010

The 1000 most-visited sites on the web

Google-მა გამოაქვეყნა პოპულარული საიტების რეიტინგი.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა Facebook.

24 May 2010

Размышления о реформе в школе

ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი ამ ვიდეოში. საკმაოდ გრძელი ვიდეოა, მაგრამ ვისაც აინტერესებს თანამედროვე სასკოლო განათლების პრობლემები, ვურჩევდი ყურადღებით უყუროს.


Размышления о реформе в школе

18 May 2010

Владимир Довгань - тренер по успеху

ძალიან საინტერესო საუბარი ცნობილ რუს ბიზნესმენთან ვლადიმირ დოვგანთან. საუბრის ბოლოში ის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო.

დოვგანის რჩევები: იაზროვნეთ გლობალურად, დაისახეთ გლობალური მიზნები ბიზნესში, არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის, იდეებს არა აქვთ საზღვრები.



დოვგანის საიტის მისამართი: http://www.vdovgan.ru/

15 May 2010

ხარჯები და შედეგები

საკმაოდ საინტერესო დიაგრამა შემხვდა ერთ-ერთ საიტზე, რომელზეც წარმოდგენილია აშშ-ში ერთ მოსწავლეზე ხარჯების დინამიკა და სწავლის შედეგები.



















როგორც ვხედავთ ხარჯები ერთ მოსწავლეზე და პერსონალის რაოდენობის შეფარდება მოსწალეთა რაოდენობასთან წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ სწავლის შედეგი თითქმის უცვლელია.

ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მონაცემებიდან. მთავარი არის ის, რომ სწავლის შედეგები არ არის პირდაპირ დამოკიდებული ხარჯების ზრდაზე. სწავლის ხარისხს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ხარჯები მათემატიკის სწაბლებაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, შედეგები კი გაცილებით დიდი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემა უნიკალურია, პრობლემებიც უნიკალურია და სხვა ქვეყნების გამოცდილების ბრმა კოპირება არანაირ შედეგს არ მოიტანს. თუ ქვეყანას სურს განათლების ხარისხის ამაღლება, აუცილებელია ეროვნული პედაგოგიური მეცნიერებისა და პედაგოგიური სკოლის აღორძინება და განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში და პროცესებში აქტიური მონაწილეობა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

12 May 2010

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

განათლება არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში. ამ ინვესტიციამ მაქსიმალური მოგება რომ მოგვიტანოს, საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და ყველაზე პერსპექტიულ სფეროებზე. ამ კუთხით საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.

ათი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია:

1. საინჟინრო საქმე (engineering). ეს სფერო მოიცავს შემდეგ პროფესიებს: ინჟინერ-ქიმიკოსი, აეროინჟინერი, კომპიუტერების ინჟინერი, ელექტროინჟინერი, ინჟინერ-მექანიკოსი და სხვა.
საშუალო საწყისი ხელფასი (აშშ-ში): 59000$, საშუალო ხელფასი: 101000$

2. ეკონომიკა (economics). გავრცელებულია მითი, რომ ეკონომიკური საგნები ძირითადად მათემატიკას და სტატისტიკას ეყრდნობიან. გარდა ამ საგნებისა ეკონომიკის ფაკულტეტებზე შეისწავლიან ისეთ კურსებს, როგორიცაა სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება და ისტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა.
საშუალო საწყისი ხელფასი: 50200$, საშუალო ხელფასი: 101000$

3. ფიზიკა (Physics). ფიზიკა საკმაოდ მოთხოვნადია სამეცნიერო, საინჟინრო და საგანმანათლებლო სფეროებში. ქვემოთ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელზეც ასახულია სფეროები, სადაც ფიზიკოსს შეუძლია მუშაობა.



























საშუალო საწყისი ხელფასი: 51100$, საშუალო ხელფასი: 98800$.

4. კომპიუტერული მეცნიერება (computer science).

საშუალო საწყისი ხელფასი: 56400$, საშუალო ხელფასი: 97400$.

5. სტატისტიკა (statistics). სტატისტიკოსები საჭიროა ყველა იმ სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია მონაცემთა ანალიზი, დაწყებული ბიზნესიდან და დამთავრებული პოლიტიკური სტრატეგიებით. მოთხოვნადია სტატისტიკოსები მარკეტინგის სფეროშიც.
საშუალო საწყისი ხელფასი: 48600$, საშუალო ხელფასი: 94500$.

6. ბიოქიმია (Biochemistry).
საშუალო საწყისი ხელფასი: 41700$, საშუალო ხელფასი: 94200$.

7. მათემატიკა (Mathematics). მათემატიკოსები მოთხოვნადია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბანკები და ფინანსები, დაზღვევის სფერო, კომპიუტერული სერვისები, მრეწველობა და განათლება.
საშუალო საწყისი ხელფასი: 47000$, საშუალო ხელფასი: 93600$.

8. Construction Management. საკმაოდ მოთხოვნადი და საინტერესო პროფესიაა. ამ პროფესიის ადამიანებს უნდა შეეძლოთ პროექტის მართვა (პროექტის დაგეგმვიდან მის დასრულებამდე სრული ციკლის მართვა და ორგანიზება).
საშუალო საწყისი ხელფასი: 53400$, საშუალო ხელფასი: 89600$.

9. ინფორმაციული სისტემები (Information Systems). ყველა მეტნაკლებად განვითარებულ ბიზნესს სჭიდება საინფორმაცია სისტემები. ამიტომ ეს პროფესია ბიზნესის სფეროში საკმაოდ მოთხოვნადია.
საშუალო საწყისი ხელფასი: 51400$, საშუალო ხელფასი: 87000$.

10. გეოლოგია (Geology).
საშუალო საწყისი ხელფასი: 45000$, საშუალო ხელფასი: 84200$.

სფეროები და ანაზღაურება - სრული სია

Best Undergrad College Degrees By Salary Starting Median Salary Mid-Career Median Salary

Aerospace Engineering $59,600 $109,000

Chemical Engineering $65,700 $107,000

Computer Engineering $61,700 $105,000

Electrical Engineering $60,200 $102,000

Economics $50,200 $101,000

Physics $51,100 $98,800

Mechanical Engineering $58,900 $98,300

Computer Science $56,400 $97,400

Industrial Engineering $57,100 $95,000

Environmental Engineering $53,400 $94,500

Statistics $48,600 $94,500

Biochemistry $41,700 $94,200

Mathematics $47,000 $93,600

Civil Engineering $55,100 $93,000

Construction Management $53,400 $89,600

Finance $48,500 $89,400

Management Information Systems $51,900 $87,200

Computing and Information Systems $50,900 $86,700

Geology $45,100 $84,200

Chemistry $42,900 $82,300

Marketing $41,500 $81,500

International Relations $41,400 $80,500

Industrial Technology $49,500 $79,600

Environmental Science $43,300 $78,700

Architecture $42,900 $78,300

International Business $41,900 $77,800

Accounting $46,500 $77,600

Political Science $41,300 $77,300

Urban Planning $43,300 $77,000

Philosophy $40,000 $76,700

Information Technology $49,400 $75,200

Zoology $37,000 $74,400

Occupational Therapy $61,300 $73,400

Microbiology $39,800 $73,200

Business Administration $42,900 $73,000

Business Management $43,300 $72,100

Advertising $36,900 $71,800

Biology $39,500 $71,800

Film Production $38,200 $71,800

Landscape Architecture $43,100 $70,800

History $38,800 $70,000

Health Sciences $37,800 $69,600

Geography $40,400 $69,300

Nursing $54,900 $69,000

Communications $38,700 $68,400

Radio and Television $34,000 $67,000

English $37,800 $66,900

Agriculture $40,900 $66,700

Hotel Business Management $37,400 $66,400

Journalism $36,300 $65,300

Forestry $39,700 $64,200

Anthropology $37,600 $63,200

Fashion Design $36,700 $62,800

Public Relations $36,700 $62,600

Art History $36,300 $62,400

Health Care Administration $37,900 $61,000

Psychology $36,000 $61,000

Interior Design $35,700 $59,900

Human Resources $37,800 $59,600

Graphic Design $36,000 $59,400

Criminal Justice $35,900 $59,300

Medical Technology $46,600 $58,400

Foods and Nutrition $41,700 $58,200

Sociology $36,500 $57,900

Religious Studies $35,300 $57,500

Drama $35,600 $56,600

Fine Arts $35,800 $56,300

Hospitality and Tourism $37,000 $54,300

Education $36,200 $54,100

Horticulture $37,200 $53,400

Spanish $35,600 $52,600

Music $34,000 $52,000

Theology $34,800 $51,500

Elementary Education $33,000 $42,400

Social Work $33,400 $41,600