28 May 2010

The 1000 most-visited sites on the web

Google-მა გამოაქვეყნა პოპულარული საიტების რეიტინგი.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა Facebook.

15 May 2010

ხარჯები და შედეგები

საკმაოდ საინტერესო დიაგრამა შემხვდა ერთ-ერთ საიტზე, რომელზეც წარმოდგენილია აშშ-ში ერთ მოსწავლეზე ხარჯების დინამიკა და სწავლის შედეგები.



















როგორც ვხედავთ ხარჯები ერთ მოსწავლეზე და პერსონალის რაოდენობის შეფარდება მოსწალეთა რაოდენობასთან წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ სწავლის შედეგი თითქმის უცვლელია.

ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მონაცემებიდან. მთავარი არის ის, რომ სწავლის შედეგები არ არის პირდაპირ დამოკიდებული ხარჯების ზრდაზე. სწავლის ხარისხს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ხარჯები მათემატიკის სწაბლებაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, შედეგები კი გაცილებით დიდი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემა უნიკალურია, პრობლემებიც უნიკალურია და სხვა ქვეყნების გამოცდილების ბრმა კოპირება არანაირ შედეგს არ მოიტანს. თუ ქვეყანას სურს განათლების ხარისხის ამაღლება, აუცილებელია ეროვნული პედაგოგიური მეცნიერებისა და პედაგოგიური სკოლის აღორძინება და განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში და პროცესებში აქტიური მონაწილეობა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.