Showing posts with label სასარგებლო ინსტრუმენტები. Show all posts
Showing posts with label სასარგებლო ინსტრუმენტები. Show all posts

16 September 2009

კლავიატურის ტრენაჟორი

ინტერნეტში შემხვდა ძველი თამაშის (სახელწოდებით Pac Man) საინტერესო ონლაინ ვერსია, სადაც Pac Man-ის გადაადგილება ხდება არა ისრიანი , არამედ ანბანური კლავიშებით, რაც თამაშს კლავიატურის ტრენაჟორის ფუნქციებს ანიჭებს. ასოების აკრეფის სისწრაფე განაპირობებს Pac Man-ის გადაადგილების სისწრაფეს.

კარგი კლავიატურის ტრენაჟორია პატარებისათვის.

09 September 2009

PowerPoint to YouTube

საკმაოდ სასარგებლო ინსტრუმენტი წარმოდგენილია საიტზე Acoolsoft, სახელწოდებით PPT2YouTube.

ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია PowerPoint-ის ფაილის კონვერტირება MP4 ვიდეო ფორმატში YouTube-ზე ასატვირთად. პრეზენტაციის ფაილის კონვერტაციისას შენარჩუნდება პრეზენტაციაში არსებული ყველა ეფექტები (ანიმაციები, ხმა, ვიდეო და სხვა). პროგრამის გადმოწერა უფასოდ არის შესაძლებელი.

21 May 2009

Booklet Creator







მარტივი და სასარგებლო ონლაინ ინსტრუმენტი Booklet Creator, რომელიც საშუალებას გვაძლევს 20 მეგაბაიტამდე ზომის pdf დოკუმენტი გარდავქმნათ დასაბეჭდათ გამზადებულ ბუკლეტის ფორმატში.