25 March 2011

ბილ გეიტსის პროგნოზი

ბილ გეიტსის აზრით 5 წლის შემდეგ უნივერსიტეტების როლი მნიშვნელოვნად შემცირდება (Bill Gates: In Five Years The Best Education Will Come From The Web). განათლების მისაღებად სტუდენტების ერთ ადგილას თავმოყრა აღარ იქნება აუცილებელი. გაჩნდება ცოდნის მიღების ალტერნატიული გზები, რომლებიც ფაქტიურად უფასო იქნება. საუკეთესო პროფესორების ლექციებს ადამიანები უფასოდ ინტერნეტის საშუალებით მიიღებენ. ინტერნეტი უფრო უკეთსი ადგილია სწავლისათვის, ვიდრე ნებისმიერი ცალკე აღებული უნივერსიტეტი (“Five years from now on the web for free you’ll be able to find the best lectures in the world”).

გეიტსის აზრით ეს არ შეეხება სკოლებს. სკოლები კვლავ დარჩება ბავშვების განვითარების მნიშვნელოვან ინსტიტუციებად. მათი მთავარი ამოცანა იქნება თვითმოტივირებული მოსწავლეების აღზრდა.

ჩემი აზრით ეს ძალიან სასურველი პერსპექტივაა. ძვირი უმაღლესი განათლება სერიოზული ბარიერია ბევრი ადამიანისათვის, რაც მათი უფლებების დარღვევაა. 21 საუკუნეში უმაღლესი განათლება არა ფუფუნებაა, არამედ მკაცრი აუცილებლობა.

ასეთი პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისათვის. სკოლა დაიბრუნებს თავის ნამდვილ დანიშნულებას, რომელიც არა უმაღლესში მოსაწყობად მომზადებაა, არამედ სწავლისადმი მოტივირებული ადამიანების აღზრდა.

Academic Earth ერთ-ერთი საიტია, სადაც შეგვიძლია მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორების ლექციების მოსმენა.

21 March 2011

თინა კანდელაკის ბლოგი

მას შემდეგ, რაც პოპულარული ტელეწამყვანი თინა კანდელაკი გახდა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი (სადაც განათლების საკითხებს კურირებს) მის ბლოგში გაჩნდა საინტერესო საგანმანათლებლო თემატიკის ჩანაწერები.

მაგალითად, Как воспитать джентльмена? (ამ გზავნილში წარმოდგენილია ვიდეო, რომელიც ფარულად გადაიღო ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და პრესტიჟულ კერძო სკოლაში Ludgrove school).

Итоги круглого стола: технологии в школе – это не только ноутбуки! (სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდის შედეგები). მრგვალი მაგიდის ვიდეოჩანაწერი.

Зачем нужно дополнительное образование в школе?

19 March 2011

არითმეტიკა - ალგებრული აზროვნების საფუძველი

მოთხოვნილებები განაპირობებენ სწავლების მეთოდებს. ამის დასტურია აშშ-ში არითმეტიკის სწავლების ახალი მიდგომები.

სიახლეების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დღეს ადამიანები სულ უფრო იშვიათად აწარმოებენ გამოთვლებს ხელით. ამ ოპერაციების შესასრულებლად ისინი კალკულატორებს ან კომპიუტერებს იყენებენ.

ეს არ ნიშნავს, რომ არითმეტიკა აღარ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. უბრალოდ უნდა შეიცვალოს აქცენტები. კომპიუტერების ეპოქაში ძალიან აქტუალურია ალგებრული აზროვნება, რომლის საფუძველი სწორედ არითმეტიკის სწავლებისას ყალიბდება. ამიტომ არითმეთიკის სწავლებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა არითმეტიკული გამოთვლების სისწრაფეზე, არამედ იმაზე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ არითმეტიკული ოპერაციების და რიცხვთა სისტემის პრინციპები, გაიგონ რიცხვების არსი.

ახალი მიდგომების სადემონსტრაციოდ მოყვანილია ქვეშმიწერით გამრავლების მაგალითი.

ქვეშმიწერით გამრავლების ტრადიციული ხერხი:


ქვეშმიწერით გამრავლების ახალი ხერხი:


ამ ხერხის მიზანია არა გამრავლების შესრულების სისწრაფე, არამედ ის, რომ მოსწავლეებმა დაინახონ ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება გამრავლების ოპერაცია.

უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

16 March 2011

Have you looked at Blogger lately?

Blogger-ის პლატფორმის სარეკლამო რგოლი. ინფორმაციის პრეზენტაციის კარგი ნიმუში.

13 March 2011

Признания слабого учителя

На двадцать пятом году учительской карьеры (скоро пенсию оформлять за выслугу лет) я понял, что я – слабый учитель. То есть не сильный. «Сильный учитель» - о, как это звучит! «А у вас в школе сильные учителя?» - спрашивают родители. «Мне повезло, у нас в школе были сильные учителя…», - со вздохом вспоминают взрослые люди. «Сильный учитель» - это посильнее, чем «заслуженный учитель» или «отличник системы просвещения»!

Я не могу заставить детей сидеть неподвижно и слушать меня. Особенно в тех классах, где работаю не первый год. Вот приходят 16 юношей и девушек в класс, после урока на химии, где они составляли уравнения окислительно-восстановительной реакции, после «Бедной Лизы» на литературе, теоремы Виета на математике, после десятиминутной перемены, на которой некоторые успели все-таки выбежать на крыльцо глотнуть воздуха, но еще до обеда: обед на следующем уроке, а процесс выделения желудочного сока уже начался, - так вот, приходят эти 16 пубертатных существ и смотрят на меня. Что сказать им?

После 5 часов сидения я должен потребовать от них еще 40 минут неподвижного внимания.

Андрей снял свитер и уткнулся лицом в него – так легче переждать эти 40 минут; Глеб тихонько рисует на листочке свой выдуманный мир – он повзрослел и понял, что не надо провоцировать учителя; Никита смотрит усталым взглядом – у него, отличника, по истории «тройка», не знал, что такое кустарное производство; Вадим – он единственный, кто еще готов играть в футбол, и мой урок для него – скамья штрафников; Карина еще не обсудила с Машей новую прическу Марины; а вот другая Маша, моя дочь, так рада, что она увидела папу и может с ним поговорить – и что? Сели – открыли тетради?

Они смотрят на меня – некоторые в надежде, что я смогу сегодня им сказать что-нибудь такое, что перебьет урчание в животе, желание поиграть в футбол или просто – желание поспать. Мне неловко от этих взглядов. Сейчас потребую тишины и внимания. Смогу ли я им сказать действительно что-нибудь важное?

Трудно учить тех, кого любишь.

11 March 2011

09 March 2011

სტივ ჯობსის დარიგება

სტივ ჯობსის გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე 2005 წელს. ძალიან სასარგებლო რჩევებს აძლევს ახალგაზრდებს.

ნაწილი 1.



ნაწილი 2.

06 March 2011

iPad 2 – პოსტკომპიუტერული მსოფლიოს დასაწყისი!?

მარტის დასაწყისში შედგა განახლებული iPad–ის პრეზენტაცია, რომელიც, ყველას გასახარად, თვით სტივ ჯობსმა ჩაატარა.

iPad–ის ახალი ვერსია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:




  • პლანშეტის წონა შეადგენს 600 გრამზე ოდნავ მეტს, რაც 16% ნაკლებია, ვიდრე პირველ ვერსიას ჰქონდა;
  • სისქე შეადგენს 8,8 მილიმეტრს, რაც მესამედით ნაკლებია;
  • ეკრანის ზომა არ შეცვლილა და შეადგენს 9,7 დიუმს;
  • iPad 2 აღიჭურვა ორი ვიდეოკამერით, რომლებიც ძირითადად ვიდეოზარებისთვისაა განკუთვნილი;
  • პროცესორი შეიცვალა ორბირთვიანი პროცესორით A5, რამაც ორჯერ გაზარდა გამოთვლების სისწრაფე, ხოლო გრაფიკასთან მუშაობის სისწრაფე 9–ჯერ გაიზარდა.
ახალი ვერსია 6 სხვადასხვა კომპლექტაციით გაიყიდება. მათი ფასი წინა ვერსიასთან შედარებით არ შეიცვლება (499$ – 829$). სამწუხაროდ ჩვენთან ამ პლანშეტის ფასები თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე აშშ–ში.

ჩემი აზრით პლანშეტი ძალიან ეფექტიანი იქნება განათლებაში. ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს:

1968 წლის ნოემბერში, 28 წლის ამერიკელმა ინჟინერმა და მეცნიერმა ალან კეიმ, რომელიც იმ დროს Xerox–ის ლაბორატორიაში მუშაობდა გამოაქვეყნა სტატია "პერსონალური კომპიუტერი ყველა ასაკის ბავშვებისათვის". სტატიის საილუსტრაციოდ მან ქვემოთ წარმოდგენილი სურათი გამოიყენა.

როგორც ვხედავთ ბავშვებს სწორედ პლანშეტისმაგვარი კომპიუტერები უჭირავთ ხელში (არ დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს არსებული კომპუტერები რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებდნენ). კეის აზრით ასეთ კომპიუტერებს ბავშვები გამოიყენებენ საკუთარი განვითარებისათვის, შექმნიან საკუთარ თამაშებს, რესურსებს, მოახდენენ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, ჩაერთვებიან საინფორმაციო ქსელებში. მოკლედ, ბავშვები თვითონ მართავენ საკუთარ სწავლას. ამ კომპიუტერისათვის კეიმ გამოიგონა სპეციალური ტერმინი Dynabook (დინამიური წიგნი).

წინასწარმეტყველების საოცარი მაგალითია. იმედია მომავალი თაობის პლანშეტები კეის იდეების განხორციელებას შეუწყობენ ხელს.

ალან კეის საუბარი TED–ზე.