iPad–ის ახალი ვერსია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:
- პლანშეტის წონა შეადგენს 600 გრამზე ოდნავ მეტს, რაც 16% ნაკლებია, ვიდრე პირველ ვერსიას ჰქონდა;
- სისქე შეადგენს 8,8 მილიმეტრს, რაც მესამედით ნაკლებია;
- ეკრანის ზომა არ შეცვლილა და შეადგენს 9,7 დიუმს;
- iPad 2 აღიჭურვა ორი ვიდეოკამერით, რომლებიც ძირითადად ვიდეოზარებისთვისაა განკუთვნილი;
- პროცესორი შეიცვალა ორბირთვიანი პროცესორით A5, რამაც ორჯერ გაზარდა გამოთვლების სისწრაფე, ხოლო გრაფიკასთან მუშაობის სისწრაფე 9–ჯერ გაიზარდა.
ჩემი აზრით პლანშეტი ძალიან ეფექტიანი იქნება განათლებაში. ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს:
1968 წლის ნოემბერში, 28 წლის ამერიკელმა ინჟინერმა და მეცნიერმა ალან კეიმ, რომელიც იმ დროს Xerox–ის ლაბორატორიაში მუშაობდა გამოაქვეყნა სტატია "პერსონალური კომპიუტერი ყველა ასაკის ბავშვებისათვის". სტატიის საილუსტრაციოდ მან ქვემოთ წარმოდგენილი სურათი გამოიყენა.

წინასწარმეტყველების საოცარი მაგალითია. იმედია მომავალი თაობის პლანშეტები კეის იდეების განხორციელებას შეუწყობენ ხელს.
ალან კეის საუბარი TED–ზე.
No comments:
Post a Comment