Showing posts with label უმაღლესი განათლება. Show all posts

30 October 2010
24 October 2009
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი
უნივერსიტეტების რეიტინგს ბევრი ორგანიზაცია ითვლის, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტულია მსოფლიოში ორი რეიტინგი: Times-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი და შანხაის უნივერსიტეტის მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი.
Times-ის რეიტინგში ძირითადი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგინდება, ხოლო შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგში ძირითადი აქცენტი კეთდება უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შედეგებზე.
2009 წლის Times-ის რეიტინგი მე რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბლოგში. დღეს შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგს წარმოვადგენ.
შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგი მოიცავს მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს.
2008 წლის პირველი ასეული, მეორე ასეული, მესამე ასეული, მეოთხე ასეული, მეხუთე ასეული.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
აზიის და ავსტრალიის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
2009 წლის რეიტინგი ნოემბერში გამოქვეყნდება.
ამ ხუთასი უნივერსიტეტის სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ორი უნივერსიტეტი მოხვდა: მოსკოვის უნივერსიტეტი (პირველ ასეულში) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (მეოთხე ასეულში). ჩვენი მეზობელი თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ მეხუთე ასეულის ბოლოშია.
არსებობს უნივერსიტეტების დაფინანსების სამი ძირითადი წყარო:
21 საუკუნეში, ცოდნის და ტექნოლოგიების საუკუნეში, მსოფლიო დონის უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკონომიკური წარმატებისათვის.
ექსპერტების გათვლებით მსოფლიო დონის უნივერსიტეტის შესაქმნელად ბევრი სხვა პირობასთან ერთად, საჭიროა ნახევარი მილიარდი დოლარი.

- სახელმწიფო დაფინანსება (სახელმწიფო ძირითადად აფინანსებს მიმდინარე და სამეცნიერო საქმიანობის ხარჯებს);
- კერძო კაპიტალის მოზიდვა (რომელიც საჩუქრად გადაეცემა უნივერსიტეტებს);
- სწავლის საფასური.
21 საუკუნეში, ცოდნის და ტექნოლოგიების საუკუნეში, მსოფლიო დონის უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკონომიკური წარმატებისათვის.
ექსპერტების გათვლებით მსოფლიო დონის უნივერსიტეტის შესაქმნელად ბევრი სხვა პირობასთან ერთად, საჭიროა ნახევარი მილიარდი დოლარი.
ტეგები:
უმაღლესი განათლება
15 October 2009
მსოფლიოსTop200 უნივერსიტეტი
ჟურნალ The Times Higher Education-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სია. ამ ჟურნალის რეიტინგები ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია.
როგორც სიიდან ჩანს, პირველ 16 ადგილს ამერიკული და ბრიტანული უნივერსიტეტები ინაწილებენ. საკმაოდ რეიტინგულია ავსტრალიის, კანადის, შვეიცარიის, იაპონიისა და ჰონკონგის უნივერსიტეტები.
მაინტერესებდა თურქული უნივერსიტეტების რეიტინგი, მაგრამ არცერთი მათგანი ამ სიაში არ აღმოჩნდა.
მოსკოვის უნივერსიტეტი 155-ე ადგილზეა.

20 February 2009
ვიდეო ლექციები

საიტზე Academic Earth განთავსებულია სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების (როგორიცაა MIT, Princeton, Berkeley, Harvard, Stanford, Yale) სალექციო კურსების ვიდეო ჩანაწერები. დღეისათვის საიტზე წარმოდგენილია კურსები 17 დისციპლინაში (ასტრონომია, ბიოლოგია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და სხვა).
საკმაოდ სასარგებლო რესურსია მათთვის, ვინც თვითგანათლებაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი - მასწავლებლებისათვის და ინგლისურის მცოდნე ცნობისმოყვარე მოსწავლეებისათვის.
ტეგები:
სასარგებლო რესურსები,
უმაღლესი განათლება
02 July 2008
Teaching Teaching and Understanding Understanding
დაახლოებით 20-წუთიანი საინტერესო ვიდეო, სადაც საუბარია სწავლაზე და სწავლებაზე უნივერსიტეტში. მისი ნახვა სწავლასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხზე დაგვაფიქრებს.
ტეგები:
ვიდეო,
პროფესიული განვითარება,
უმაღლესი განათლება
24 June 2008
რღვეულის შევსება Web 2.0-სა და უმაღლეს განათლებას შორის
დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების პროფესორის Martin Weller-ის საინტერესო სტატია (SocialLearn: Bridging the Gap Between Web 2.0 and Higher Education), რომელიც ეხება უმაღლესი განათლების პერსპექტივებს. სტატიაში გამოთქმული აზრი, რომ უმაღლესი განათლების ორგანიზებაში მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, სულ უფრო ხშირად გამოითქმევა სხვადასხვა ექსპერტების მიერ. სტატიაში წარმოდგენილია ამ აზრის არგუმენტაცია.
ცვლილებების მიზეზი იქნება ის, რომ როცა მოსწავლეები მიეჩვევიან მარტივ, პრაქტიკულ, პერსონალიზირებულ და ადაპტირებულ ინსტრუმენტებს, რატომ მოუნდებათ მათ სტანდარტიზირებული, არაინტიუტიური, მოუქნელი და ვადაგასული ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც გავრცელებულია ფორმალურ განათლებაში.
ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხი. თუ ჩვენ ტექნოლოგიურ გამოცდილებას დავუმატებთ მომხმარებელთა თანამონაწილეობას, რომელსაც ისინი იღებენ სოციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Flickr, YouTube, ბლოგები, Wiki-სისტემები და სხვა და შევადარებთ მას ზემოდან-ქვემოთ, წინასწარ გაფილტრულ გამოცდილებასთან, რომელსაც ისინი იღებენ კურსებზე და ასევე წინასწარ განსაზღვრულ სასწავლო რესურსებს მივხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური ცვლილებაცაა.
საწყის ეტაპზე სწავლის ინსტრუმენტები ახდენენ ცენტრალიზებული მოდელის კოპირებას, მაგრამ დროთაგანმავლობაში, როცა მათი გამოყენება და მათი ინტეგრაციის მეთოდები გამარტივდება, ცენტრალიზებული მოდელის გამოყენება სულ უფრო არაეფექტური გახდება. ადამიანების ორგანიზების ”ფასი” დაეცემა, უფრო ეფექტური და წარმატებული გახდება არაფორმალურ ჯგუფებში სწავლა.
როცა გამარტივდება ჯგუფების თვითჩამოყალიბების შესაძლებლობები და ინდივიდებისათვის გამარტივდება ჯგუფის მუშაობაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობები, მოიხსნება ძველი მოდელისათვის დამახასიათებელი ბევრი შეზღუდვები.
მაგალითად, უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ თავი მოუყაროს მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს. მაგრამ როცა ამის გაკეთება ამ ადამიანებს თვითონ შეეძლებათ ონლაინ, უნივერსიტეტის ეს ფუნქცია დაკარგავს აქტუალობას. აღარ იქნება საჭირო უნივერსიტეტში წასვლა, რომ იურთიერთო მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან.

Web 2.0,
უმაღლესი განათლება
04 May 2008
დღევანდელი სტუდენტების ხედვა
რამდენად ეფექტიანია უმაღლესი განათლება? რამდენად აკმაყოფილებს ის დღევანდელ მოთხოვნებს?
წარმოდგენილ ვიდეოში, სახელწოდებით ”A Vision of Students Today”, თვით სტუდენტები გაგვცემენ ამ კითხვებზე პასუხს.
წარმოდგენილ ვიდეოში, სახელწოდებით ”A Vision of Students Today”, თვით სტუდენტები გაგვცემენ ამ კითხვებზე პასუხს.
ტეგები:
ვიდეო,
უმაღლესი განათლება,
ხედვა
Subscribe to:
Comments (Atom)