Showing posts with label სასარგებლო რესურსები. Show all posts
Showing posts with label სასარგებლო რესურსები. Show all posts

04 April 2011

Art Project

გასულ თვეს Google-მა აამოქმედა საკმაოდ საინტერესო საიტი - Art Project.

ამ საიტზე განთავსებულია ფერწერული ტილოები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან.

საინტერესო რესურსია ხელოვნების მასწავლებლებისათვის.

21 October 2009

Word Ahead - განმარტებითი ლექსიკონი










სასარგებლო საიტი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის - Word Ahead (Vocabulary Videos).

საიტზე წარმოდგენილია 500-ზე მეტი ვიდეო, რომლებშიც განმარტებულია მოსწავლეებისათვის რთულად გასაგები სიტყვების მნიშვნელობა.

შესაძლებელია Word Ahead ვიჯეტის ჩასმა საკუთარ საიტზე ან ბლოგში.

14 October 2009

ვალუტის კურსები რუკაზე


საიტზე Currate წარმოდგენილია Google Map-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოს ორი ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის კურსის შედარების საშუალებას გვაძლევს. ამისათვის წითელი მარკერები უნდა დავაყენოთ შესაბამის ქვეყნებზე და დავაწკაპუნოთ ერთ-ერთ მარკერზე.

კარგი რესურსია გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის.

09 October 2009

მოსკოვის უნივერსიტეტის არხი YouTube-ზე

YouTube-ზე შეიქმნა კიდევ ერთი საგანმანათლებლო არხი, ამჟამად მოსკოვის უნივერსიტეტის არხი. არხზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები.

01 October 2009

პაზლები

პითაგორე










ნიუტონი










ევკლიდე



29 September 2009

Fact Monster

საბავშვო საიტზე Fact Monster წარმოდგენილია დიდი რაოდენობის ფაქტობრივი მასალა სხვადასხვა სფეროებიდან. სასარგებლოა იმ მოსწავლეებისათვის, ვინც იცის ინგლისური და ვისაც უყვარს ენციკლოპედიების კითხვა.


18 September 2009

ე-წიგნების ძებნის სისტემა

ინტერნეტში არსებობს საკმაოდ დიდი რაოდენობის საიტები, სადაც წარმოდგენილია უფასოდ გავრცელებადი ელექტრონული წიგნების კოლექციები.


საძიებო სისტება Free Book-s შექმნილია იმ მიზნით, რომ გაგვიადვილდეს სხვადასხვა საიტებზე გაფანტულ კოლექციებში ელექტრონული წიგნების მოძიება .

05 September 2009

პირველი ნაბიჯები მთვარეზე

ამერიკელი კოსმონავტები მთვარეზე (1969 წლის, 20 ივლისი)

26 June 2009

საინტერესო საიტები - 26 ივნისი, 09

სასარგებლო რესურსი მასწავლებლებისათვის, სადაც წარმოდგენილია თავისუფლად გავრცელებადი ფოტოების საკმაოდ მდიდარი კოლექცია.

ფოტოები დაყოფილია კატეგორიებად. კატეგორიების სია საიტის საწყის ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი.

საიტის მისამართი: http://pics4learning.com

10 June 2009

Home (რუსული ვერსია)

ძალიან საინტერესო ფილმი.

На долю нашего поколения выпало жить в исключительное время, время принятия решений. По прогнозам ученых, у нас осталось всего лишь 10 лет, чтобы спасти наше будущее и предотвратить экологическую к...

21 May 2009

The World Factbook

სასარგებლო ინფორმაციული რესურსი The World Factbook, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს სახელმწიფოებთან დაკავშირებული მდიდარი და მრავალფეროვანი ფაქტობრივი ინფორმაცია, როგორიცაა გეოგრაფიული მონაცემები, მონაცემები მოსახლეობის, მთავრობების, ეკონომიკის, სამხედრო ძალების შესახებ.

ვებ-გვერდზე Flags of the World წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს დროშების გამოსახულებები.

სასარგებლო რესურსი გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის.

20 May 2009

საბუნებისმეტყველო ვიდეოები

საძიებო სისტემა ScienceHack, რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნებთან დაკავშირებული ვიდეოების მოძიებაში

19 May 2009

Wolfram Alpha: განსხვავებული საძიებო სისტემა







15 მაისს ამუშავდა კიდევ ერთი ახალი საძიებო სისტემა: Wolfram Alpha.

ამ საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპი სრულიად განსხვავდება ტრადიციული საძიებო სისტემებისგან. ეს სისტემა არ ახდენს რესურსების ინდექსირებას, ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მოძებნას. სერვისის მიზანია არსებული ცოდნის სისტემატიზაცია და მისი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის.

მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ობიექტური ფაქტების რაც შეიძლება დიდი ცოდნის ბაზის შექმნა და ბაზაში არსებული ცოდნის დამუშავების უზრუნველყოფა არსებული მეთოდების, მათემატიკური მოდელებისა და ალგორითმების გამოყენებით. ანუ სისტემა ახდენს არა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, არამედ ცოდნის ”გამოთვლას” და ეკრანზე გამოტანას მის ბაზაში არსებული ფაქტებისა და მათემატიკური მოდელების საშუალებით.

სერვისის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მისი შესაძლებლობების ამსახველი სხვადასხვა მაგალითები ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, ფინანსები და სხვა. სისტემას შეუძლია, მაგალითად, მანძილის გამოთვლა თბილისიდან პარიზამდე, მათემატიკური ფუნქციების გამოკვლევა და სხვა.

სასარგებლო რესურსია მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის, მკვლევარებისათვის.

08 May 2009

ერეკლე მეორე

ერეკლე მეორესადმი მიძღვნილი საინტერესო ბიოგრაფიული ფილმი საიტზე MAMAILA.COM.

სასარგებლო რესურსი ისტორიის მასწავლებლებისათვის.

06 May 2009

სამამულო ომის მულტიმედიური რუკა

ისტორიული მასალის დემონსტრაციის საკმაოდ საინტერესო ნიმუში წარმოდგენილია რუსულ საიტზე www.pobediteli.ru.

სამამულო ომის ყველა ვეტერანს ვულოცავ გამარჯვების დღეს!

15 April 2009

მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა

ამა წლის 21 აპრილს ამოქმედდება მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკის საიტი (World Digital Library). იდეა ისეთი ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისა, რომელიც ინტერნეტით მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის, ეკუთვნის აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმს ბილინგტონს, რომელიც მან 2005 წელს გამოთქვა. ამ იდეის განხორციელებას ოთხი წელიწადი დასჭირდა.

ბიბლიოთეკა იმუშავებს შვიდ ენაზე: არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე. პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკები. ბიბლიოთეკის მთავარი მიზანია - უზრუნველყოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ფართე და უფასო წვდომა.

ბიბლიოთეკის ხუთი ძირითადი ამოცანა: მსოფლიოს კულტურათა შორის ურთიერთგაგების სტიმულირება, უცხო ენების სწავლის სტიმულირება, პედაგოგების დახმარება, სამეცნიერო კვლევების დახმარება, არაინგლისურენოვანი კონტენტის გაზრდა ინტერნეტში.

როგორც ჩანს, ეს მართლაც ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.

სასარგებლო ბმულები:

აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა
აშშ-ს ერივნული ციფრული ბიბლიოთეკა ”American Memory
ევროპული ციფრული ბიბლიოთეკა Europeana
რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა

ელემენტების პერიოდული ცხრილი

საიტზე http://www.ptable.com წარმოდგენილია ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, ქიმიური ელემენტების პერიოდული ცხრილის მოდელი. ცხრილის გამოყენებით შესაძლებელია ფაქტიურად სრული ინფორმაციის მიღება თითოეული ქიმიური ელემენტის შესახებ.

ძალიან კარგი რესურსია ქიმიის მასწავლებლებისათვის.

05 April 2009

მათემატიკური რესურსების კოლექცია

Jefferson County Schools საიტზე სხვა რესურსებთან ერთად წარმოდგენილია საკმაოდ კარგი კოლექცია მათემატიკური რესურსების (სიმულატორები, გაკვეთილების გეგმები, ტესტები და სხვა).