19 May 2009
Wolfram Alpha: განსხვავებული საძიებო სისტემა
15 მაისს ამუშავდა კიდევ ერთი ახალი საძიებო სისტემა: Wolfram Alpha.
ამ საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპი სრულიად განსხვავდება ტრადიციული საძიებო სისტემებისგან. ეს სისტემა არ ახდენს რესურსების ინდექსირებას, ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მოძებნას. სერვისის მიზანია არსებული ცოდნის სისტემატიზაცია და მისი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის.
მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ობიექტური ფაქტების რაც შეიძლება დიდი ცოდნის ბაზის შექმნა და ბაზაში არსებული ცოდნის დამუშავების უზრუნველყოფა არსებული მეთოდების, მათემატიკური მოდელებისა და ალგორითმების გამოყენებით. ანუ სისტემა ახდენს არა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, არამედ ცოდნის ”გამოთვლას” და ეკრანზე გამოტანას მის ბაზაში არსებული ფაქტებისა და მათემატიკური მოდელების საშუალებით.
სერვისის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მისი შესაძლებლობების ამსახველი სხვადასხვა მაგალითები ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, ფინანსები და სხვა. სისტემას შეუძლია, მაგალითად, მანძილის გამოთვლა თბილისიდან პარიზამდე, მათემატიკური ფუნქციების გამოკვლევა და სხვა.
სასარგებლო რესურსია მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის, მკვლევარებისათვის.
ტეგები:
სასარგებლო რესურსები,
ძებნა ინტერნეტში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment