საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა: მარტში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით დაარსდა ვებ-მეცნიერების ინსტიტუტი (Institute for Web Science). ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, ფოკუსირებული მომავალი თაობის ვებისა და ინტერნეტის ტექნოლოგიების კვლევაზე და მათი კომერციალიზაციის გზების ძიებაზე. ინსტიტუტის დაარსება ბრიტანეთის მთავრობის იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც გულისხმობს სამთავრობო მონაცემებისა და ინფორმაციის რადიკალურ გახსნას.
ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს ხიდის ფუნქცია კვლევებსა და ბიზნესს შორის.
...Web 2.0-ის ტექნოლოგიებმა მნიშნელოვნად გაუადვილა ადამიანებს კონტენტის შექმნისა და გამოქვეყნების საშუალება. Web 3.0 - ინტერნეტის განვითარების მომდევნო ეტაპია, რომელიც მისაწვდომს გახდის მსოფლიო მონაცემების უზარმაზარ მასივებს, რაც საშუალებას მისცემს ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს დაინახოს და გამოიყენოს სხვადასხვა საინფორმაციო მასივებს შორის არსებული კავშირები. შეიქმება შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ამ მონაცემების კვლევა და საჭირო ინფორმაციის ამოკრება. ეს შექმნის პრიმციპულად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ბიზნესისათვის, ასევე საჯარო სექტორისათვის. რა თქმა უნდა, ეს ასევე დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპიცაა.
ეს ტენდენციები განათლების სისტემაზეც მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
Showing posts with label კვლევა. Show all posts
Showing posts with label კვლევა. Show all posts
10 April 2010
21 January 2010
განათლება 2020-2030 წლებში. პროგნოზი
ევროკომისიის ეგიდით მიმდინარეობს კვლევა “The Future of Learning: New ways to learn new skills for future jobs” (”განათლების მომავალი: მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები”), რომლის მიზანია შეიმუშაოს ხედვა და სცენარები, თუ რა გზებით მოხდება ახალი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება ევროპის ქვეყნებში 2020-2030 წლებში.
კომისიაში მიწვეულ ექსპერტებს შესთავაზეს საკუთარი პროგნოზების წარმოდგენა. ინტერნეტში შემხვდა ერთ-ერთი ექსპერტის პროგნოზები, რომლებიც მან საკუთარ ბლოგში გამოაქვეყნა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგნოზებია (ბევრ მათგანს მე სრულიად ვიზიარებ):

- ადამიანების აღიარება მოხდება იმის მიხედვით, თუ რის კეთება შეუძლიათ და არა დიპლომში მითითებული კვალიფიკაციით;
- საყოველთაოდ გავრცელდება ღია განათლება ინტერნეტის საშუალებით
- მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას
- ფორმალური განათლება უფრო ეპიზოდური გახდება ადამიანების კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე;
- ციფრული იდენტურობა (ციფრული პორტფოლიო) შეცვლის ტრადიციულ CV-ს;
- ციფრული იდენტურობების მართვა გახდება მნიშვნელოვან კომპეტენციად;
- სამუშაო ადგილი გახდება სწავლის უმთავრეს კონტექსტად;
- მობილური ინტერნეტ-მოწყობილობები გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად
- სწავლის აქცენტი გამახვილდება პრაქტიკაზე, რაც მიიღწევა მობილური მოწყობილობებით და ინტეგრირებას მოახდენს ღრუბელზე დაფუძნებულ პორტფოლიოებთან (cloud based portfolios);
- გაფართოებული რეალობის პროგრამები (Augmented reality applications) გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად;
- სკოლა (უმაღლესი სასწავლებელი) გახდება სწავლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილად, სწავლა გადაინაცვლებს სამუშაო ადგილებზე, თემებში და სახლებში;
- უმაღლესი განათლება დაუბრუნდება ტრადიციულ დანიშნულებას - კვლევებს;
- სისტემები და მომსახურებები შემუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფური ურთიერთსწავლება;
- ქაღალდის წიგნები შეიცვლება ელექტრონული მულტიმედია კონტენტით;
- ინტერნეტში გამოქვეყნებული მულტიმედია მასალები და ბლოგები აღიარებულ იქნება ლეგიტიმურ პუბლიკაციებად მეცნიერებისათვის;
- მრავალმომხმარებლიანი ვირტუალური სამყაროები არააუცილებელს გახდიან სკოლაში ან უნივერსიტეტში გაკვეთილების ფიზიკურ დასწრებას;
- ფინანსური კრიზისი გამოიწვევს უნივერსიტეტების პრივატიზაციის ზრდას;
- სწავლის მაღალი ფასები სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ახალგაზრდებს ღარიბი ოჯახებიდან უმაღლესი განათლების მიღებაში;
- ვირტუალური მობილობა დაანგრევს ბარიერებს ეროვნული განათლების სისტემებს შორის;
- დაიწევს სკოლის დამთავრების ასაკი, ვინაიდან აღიარებულ იქნება, რომ სწავლის სხვა კონტექსტები უფრო ეფექტიანია სწავლისათვის და უფრო მოტივირებული მოსწავლეთათვის, ვიდრე სკოლა;
- ჩვენ ნაკლებად ვენდობით ექსპერტებს, როგორც ცოდნის და სასწავლო პროგრამების მომწოდებლებს და უფრო მეტად ვენდობით ინტერნეტის სისტემებით დადასტურებულ ხარისხიან ცოდნას;
- კონტექსტურად სპეციფიური სასწავლო მასალები და ამოცანები მიგვიყვანენ უფრო ლოკალურ სწავლამდე;
- სწავლის პერსონალური გარემოები (Personal Learning Environments) შეცვლიან ინსტიტუციონალურ სწავლის ვირტუალურ სისტემებს (LMS);
- პროფესიონალური პროფილები გაფართოვდება და მოიცავენ ელემენტებს, რომლებიც დღეს ცალკეულ პროფესიებად გვევლინება;
- უფრო გავრცელდება პროფესიების ხშირი შეცვლის პროცესი, შესაბამისი გადამზადებით;
- ტრადიციული საზღვრები დისციპლინებს შორის დაიმსხვრევა, მოსწავლეებს კი მიეცემათ საშუალება გაიარონ მულტი- და ინტერ- დისციპლინარულ სწავლაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზირებული კურსები;
- საგანმანათლებლო ინსტიტუციები გარდაიქმნება სათემო ცოდნის ცენტრებად, რომლებიც მოემსახურებიან როგორც გეოგრაფიულ თემებს, ასევე უფრო ფართოდ განაწილებულ თემებს;
- ინსტიტუციების ინტერსექტორული და ინტერდისციპლინარული ქსელები გაერთიანდებიან და შექმნიან ინტერესებზე დაფუძნებულ ქსელებს.
ტეგები:
განათლების რეფორმა,
კვლევა,
ხედვა
15 November 2009
ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ქვეყნის განვითარებისა: ”ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი”, 1993 წლიდან გამოიყენება გაეროს მიერ.
ინდექსი ეყრდნობა სამ ძირითად მაჩვენებელს:
ინდექსი ეყრდნობა სამ ძირითად მაჩვენებელს:
- სიცოცხლის ხანგრძლივობა
- განათლების დონე
- ცხოვრების დონე
ტეგები:
კვლევა
05 September 2009
პრესტიჟული სასწავლებლების არაპრესტიჟული მომავალი
საინტერესო სტატია Presa.ge-ზე სახელწოდებით ”პრესტიჟული სასწავლებლების არაპრესტიჟული მომავალი”.
ჩემი აზრით ასეთივე ბედი ელის ”პრესტიჟულ” და ძვირადღირებულ სკოლებს.
ჩემი აზრით ასეთივე ბედი ელის ”პრესტიჟულ” და ძვირადღირებულ სკოლებს.
ტეგები:
კვლევა
05 December 2008
გარემო და ტვინის განვითარება
ნეირომეცნიერებაში მიმდინარე კვლევები და მათი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისათვის. ბოლო წლებში, კვლევის ახალი მეთოდებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირების კანონების გაგებას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ მიღწევებიც, წინა წლებთან შედარებით, დიდია.
მაგალითად, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის დამაფიქრებელი შედეგები მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა: იმ ბავშვების ტვინი, რომლებიც იზრდებიან ხელმოკლე ოჯახებში ფუნქციონირებს განსვავებულად, ვიდრე ბავშვების შეძლებულ ოჯახებიდან.
სპეციალური მოწყობილობით, ელექტროენცეფალოგრაფით (EEG), გაზომეს 9-10 წლის ბავშვების ტვინის ელექტრული აქტივობა და აღმოჩნდა, რომ განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ბავშვებს შეემჩნევათ განსხვავებები ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელია კრეატულობის და პრობლემების გადაწყვეტის უნარზე.
ხელმოკლე ოჯახებიდან ბავშვების ტვინის ფიზიოლოგიური პატერნები აღმოჩნდა მსგავსი იმ ზრდასრულთა პატერნებისა, რომლებსაც აქვთ დაზიანებები ტვინის ფრონტალურ ნაწილში (Frontal Lobe).
აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკვლეულ ბავშვებს არ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემები. კვლევაში გამოვლენილი განსხვავებები ძირითადად განპირობებულია გასხვავებული გარემოთი.
არსებობს ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც, რომლებიც აჩვენებენ სტრესული და კოგნიტურად ღარიბი გარემოს უარყოფით გავლენას ტვინის განვითარებაზე.
ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი წინა კვლევის შედეგებიც, რომელმაც დაადგინა, რომ ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან ოთხი წლის ასაკამდე ისმენენ 30 მილიონ სიტყვაზე ნაკლებს, ვიდრე საშუალო კლასის სტატუსის მქონე ოჯახებში, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ანუ უბრალო საუბრითაც კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვის ტვინის განვითარებას.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ღარიბი ბავშვი განიცდის ასეთ პრობლემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს გარემოს დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ეს პირველი კვლევებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჯერ არ არის გარკვეული რამდენად გამოიხატება ეს განსხვავებები ინტელექტში და სხვა ფაქტორებში. მეცნიერები აქვე დასძენენ, რომ ამ პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია სპეციალური ტრენინგებით, ანუ ეს არ არის ფატალური. მთავარია ამის გაკეთება დროულად.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენში არსებულ აუმრავ ღარიბ და ხელმოკლე ოჯახს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა პირობებში იზრდებიან მათი ბავშვები და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი მომავლისათვის. ამ პირობებში ძალიან დიდია სკოლების როლი, რომლებმაც უნდა მისცენ ასეთ ბავშვებს რეაბილიტიაციის შესაძლებლობა. ეს მიმართულება სკოლების მუშაობაში ერთ-ერთი უმთავრესი უნდა იყოს.
ამ საქმეში საინფორმაციო ტექნოლოგიები უდიდეს დახმარებას გაგვიწევენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების ათვისებაში და გამოყენებაში დავეხმაროთ სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ სწავლაში და ქცევაში. სამწუხაროდ, არსებული დაკვირვებებით, სკოლების უმეტესობაში ეს არ ხდება. მიმდინარე საკონკურსო პროექტებში მონაწილეობს მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რაც სერიოზულად ამცირებს სკოლებში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გავლენის ეფექტს სწავლაზე.

ტვინის კვლევები
15 November 2008
Google-ის უჩვეულო გამოყენების მაგალითი
Google-ის თანამშრომლები დააკვირდნენ, რომ ძებნისას გამოყენებული გარკვეული საკვანძო სიტყვების სიხშირე საკმაოდ ზუსტ და სწრაფ (ორი კვირით უფრო სწრაფს, ვიდრე ტრადიციული სისტემები) ინფორმაციას იძლევა გრიპის გავრცელების ტენდენციების შესახებ. მათ ეს ინფორმაცია გაანალიზეს აშშ-სთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილია აშშ-ში გრიპის გავრცელების გრაფიკი:
02 July 2008
UNESCO - ციფრული შესაძლებლობების ინდექსი
UNESCO-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, სადაც წარმოდგენილია ქვეყნების შედარებითი მონაცემები ინფორმაციული საზოგადოების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით.
ციფრული გაყოფა (digital divide) ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის კვლევის პერიოდში (1995-2003) უფრო გაიზარდა.
კვლევამ ასევე დაადასტურა ღრმა კავშირი ტექნოლოგიების და ეკონომიკის განვითარების დონეებს შორის.
კვლევის ინდიკატორების მიხედვით ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ დანიას, შვედეთს, შვეიცარიას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, კანადას და აშშ-ს.
საქართველო მოხვდა საშუალოზე დაბალ მაჩვენებლიან ქვეყნებს შორის. მათ შორის არიან: უკრაინა, ირანი, ომანი, ეკვადორი, გაიანა და სხვა.
მსოფლიოში 100 ადამიანზე საშუალოდ მოდის 11 კომპიუტერი და 12 ინტერნეტის მომხმარებელი.
კვლევის შედეგების გადმოწერა. . .

დოკუმენტები,
ეკონომიკა და ისტ,
კვლევა
Subscribe to:
Posts (Atom)