ძირითადი სკოლა:
არ არის კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები. გამოცდა არ ბარდება ასევე ძირითადი სკოლის დამთავრებისას.
არ გამოიყენება შიდა დიფერენციაცია სწავლებაში. არ მიესალმებიან ზოგიერთი საგნების გაძლიერებულ სწავლებას სხვა საგნების ხარჯზე.
აკრძალულია ელიტური კლასებისა და ელიტური სკოლების გამოყოფა. ფინეთში პრაქტიკულად ყველა სკოლა სახელმწიფო სკოლაა.
სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის.
საშუალო სკოლა:
ძირითადი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა საშუალება აირჩიოს სწავლის გაგრძელება ან გიმნაზიაში, ან პროფესიულ სასწავლებელში. გიმნაზიაც და პროფესიული სასწავლებელიც სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზეა.
სწავლებაის ვადა საშუალო სკოლაში შეადგენს 3 წელს. საშუალო სკოლის დასრულებისას მოსწავლეები აბარებენ გამოსაშვებ გამოცდას. ეს არის ერთადერთი სასკოლო სახელმწიფო გამოცდა.
უმაღლესში ჩარიცხვა დამოკიდებულია არა გამოსაშვები გამოცდის შედეგებზე, არამედ მისაღებ გამოცდის შედეგებზე, რომელსაც ყველა უმაღლესი თვითონ ატარებს.
მაღალია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი, რაც გამოიხატება მის ხელფასში.
სკოლებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს.
მასწავლებლისა და მოსწავლის შეფარდება ძირითად სკოლაში შეადგენს 1/15, ხოლო საშუალო სკოლაში 1/18. პრიორიტეტი ენიჭება მცირე ჯგუფებში მუშაობას.
მასწავლებელს აქვს ძალიან დიდი უფლებები და დიდი ნდობა. მას შეუძლია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს გამოცდები, აირჩიოს შეფასების ნებისმიერი სისტემა ან საერთოდ უარი თქვას ბალებით შეფასებაზე. მასწავლებელს აქვს შემოქმედების სრული თავისუფლება.
თუ შევადარებთ ჩვენ განათლების სისტემას ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენთან ბევრი რამ ფინეთის სისტემის საპირისპიროა.
ძირითადი განსხვავებაა - უნდობლობა მასწავლებლის მიმართ, სკოლების დიფერენციაცია ”პრესტიჟულ” და ”არაპრესტიჟულ” სკოლებად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებიც დიფერენცირებულია ”პრესტიჟულებად” და ”არაპრესტიჟულებად”, განათლების სამინისტროს დომინირებული როლი.
ჩემი აზრით სწორედ ეს არის განათლების დაბალი ხარისხის მთვარი მიზეზი, ბევრ სხვა მიზესთან ერთად.
11 February 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ra sainteresoa. didi madloba rom tqvens sityvebshi pedagogta mxardachera chans....
Post a Comment