Showing posts with label Web 2.0 სერვისები. Show all posts
Showing posts with label Web 2.0 სერვისები. Show all posts

28 May 2010

The 1000 most-visited sites on the web

Google-მა გამოაქვეყნა პოპულარული საიტების რეიტინგი.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა Facebook.

02 December 2009

ობამას გამოსვლის ”ღრუბელი”

1 დეკემბერს ობამას ჰქონდა ავღანეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოსვლა.

ინტერნეტში შემხვდა ამ გამოსვლის ”სიტყვების ღრუბელი”, რომელიც მიღებულია ძალიან საინტერესო ინტერნეტ-პროგრამის Wordle-ის საშუალებით (Wordle-ლი, მიწოდებული ტექსტის საფუძველზე, ტეგების ღრუბლის მსგავსად, ქმნის ტექსტის ”სიტყვების ღრუბელს”).












ამ ”ღრუბლიდან” ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პრობლემები აწუხებს ამერიკის პრეზიდენტს.

ობამას გამოსვლის სრული ტექსტი იხილეთ აქ.

21 March 2009

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა - სხვა ხერხი

ერთ-ერთ გზავნილში მე აღვწერე YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერის ხერხი.
გავეცნოთ კიდევ ერთ, ძალიან მარტივ ხერხს, რომელიც წარმოდგენილია საიტზე KickYouTube.

ფაილის გადმოწერის ხერხი აღწერილია საიტის საწყის ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ვიდეოში.

14 March 2009

PDF ფაილის რედაქტირება ონლაინ

PDF ფაილში რაიმე ცვლილებების შესატანად შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი უფასო სერვისი PDFVue.

სერვისის საშუალებით შეგვიძლია ავტვირთოთ PDF ფაილი, მოვახდინოთ მასში საჭირო ცვლილებები (მაგალითად, დავამატოთ ტექსტი, ბმულები, შევცვალოთ ფერები, დავამატოთ გამოსახულებები და შესავსები ფორმები) და ჩამოვტვირთოთ შეცვლილი ფაილი ჩვენს კომპიუტერში ან მოვახდინოთ მისი ონლაინ გაზიარება. ამჟამად წარმოდგენილია სერვისის ბეტა ვერსია, ამიტომ შეიძლება არსებობდეს რაიმე ხარვეზები.

10 December 2008

ე-ფოსტის ანგარიშები მოსწავლეებისათვის

თუ მასწავლებელს სურს მოსწავლეების რეგისტრაცია რომელიმე Web 2.0 სერვისში და ამისათვის საჭიროა ე-ფოსტის მისამართები, მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი gmail ანგარიში.

ცალკეული მოსწავლეების ანგარიშის შესაქმნელად მას შეუძლია საკუთარი gmail ფოსტის მისამართის გამოყენება:

emailaddress+1@gmail.com
emailaddress+2@gmail.com
emailaddress+3@gmail.com
emailaddress+4@gmail.com
emailaddress+5@gmail.com

ნომრის მაგივრად შესაძლებელია მოსწავლის სახელის ჩაწერაც:

emailaddress+student name@gmail.com

ყველა საჭირო შეტყობინებები სერვისის გამოყენებისას გაიგზავნება ორიგინალურ მისამართზე (ანუ emailaddress@gmail.com).

gmail-ის ეს შესაძლებლობა ძალიან მოხერხებულია მასწავლებლისათვის და აძლევს მოსწავლეების ანგარიშების მონიტორინგის შესაძლებლობას.

10 November 2008

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა

YouTube-ზე შესაძლებელია იქ არსებული ვიდეოების მოძიება და დათვალიერება. ვიდეოკლიპის ფაილის გადმოწერის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია სხვა ვებ-სერვისების დახმარებით, მაგალითად KeepVid სერვისით.

ამისათვის შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

1. ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გავხსნათ YouTube-ზე არსებული იმ ვიდეოკლიპის ვებ-გვერდი , რომლის გადმოწერაც გვსურს (ბრაუზერის სამისამართო სტრიქონში აისახება ამ კლიპის URL-მისამართი), ხოლო ბრაუზერის მეორე ფანჯარაში გამოვიძახოთ საიტი მისამართით http://keepvid.com

2. მოვახდინოთ ვიდეოკლიპის URL-მისამართის კოპირება ბუფერში












3. ჩავსვათ კოპირებული მისამართი KeepVid საიტის მთავარი ვებ-გვერდის ზედა ნაწილში წარმოდგენილ URL ველში და დავაწკაპოთ ამ ველის მარჯვენა კიდესთან მდებარე Download ღილაკზე.






URL ველის ქვემოთ, Download links არეში აისახება გადმოწერისათვის საჭირო ინფორმაცია.













4. ვიდეოფაილის გადმოწერა შესაძლებელია ორ ფორმატში: flv და mp4 (mp4 ფორმატი უფრო ხარისხიანია). ამისათვის შესაბამისი ფორმატისათვის განკუთვნილ არეში დავაწკაპოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით Download ბმულზე, კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ Save Link As და გადმოვწეროთ ფაილი.

გულისხმობით flv ფორმატის ფაილს მიენიჭება სახელი get_video.flv, ხოლო mp4 ფორმატის ფაილს - video.mp4. შეგვიძლია გადმოწერილ ფაილს დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი.

23 July 2008

Google-ის ახალი სერვისი

Google-ის კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო ინიციატივა. დღეს ამოქმედდა ახალი სერვისი სახელწოდებით Knol.

ამ საიტზე გამოქვეყნდება სპეციფიურ თემებთან დაკავშირებული ავტორიტეტული სტატიები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ამ სტატიებს დაწერენ მხოლოდ შესაბამისი საგნის მცოდნე ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ სერვისი ავტორებზეა ფოკუსირებული. ეს არის Knol-ის მთავარი გასხვავება Wikipedia-სგან. სტაიები არ იქნება ანონიმური. ყოველი სტატიისათვის მითითებულია მისი ავტორის სახელი და ავტორის მოკლე ბიოგრაფია.

სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა მთელ მსოფლიოს. ერთ თემაზე შეიძლება რამოდენიმე სხვადასხვა ავტორის სტატია გამოქვეყნდეს. ყველა მკითხველს ექნება წაკითხულის კომენტირების, რეიტინგის მინიჭების, მიმოხილვების გამოქვეყნების საშუალება.

შესაძლებელი იქნება სამი დონის თანამშრომლობა:
Open collaboration - ღია თანამშრომლობა (ნებისმიერ მომხმარებელს აქვს სტატიის რედაქტირების შესაძლებლობა)
Moderate collaboration - ზომიერი თანამშრომლობა (ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შესთავაზოს ავტორს ცვლილებები სტატიაში)
Closed collaboration - დახურული თანამშრომლობა (მხოლოდ თანაავტორს აქვს სტატიის რედაქტირების შესაძლებლობა).

ჩემი აზრით სერვისს დიდი პოტენციალი აქვს და ის Wikipedia-ზე არანაკლებ პოპულარული გახდება.

წარმოგიდგენთ ბმულს ერთ-ერთ სტატიაზე, სახელწოდებით ”Tooth pain” (კბილის ტკივილი), რომელიც გამოქვეყნებულია Knol-ზე.