Google-ის კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო ინიციატივა. დღეს ამოქმედდა ახალი სერვისი სახელწოდებით Knol.
ამ საიტზე გამოქვეყნდება სპეციფიურ თემებთან დაკავშირებული ავტორიტეტული სტატიები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ამ სტატიებს დაწერენ მხოლოდ შესაბამისი საგნის მცოდნე ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ სერვისი ავტორებზეა ფოკუსირებული. ეს არის Knol-ის მთავარი გასხვავება Wikipedia-სგან. სტაიები არ იქნება ანონიმური. ყოველი სტატიისათვის მითითებულია მისი ავტორის სახელი და ავტორის მოკლე ბიოგრაფია.
სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა მთელ მსოფლიოს. ერთ თემაზე შეიძლება რამოდენიმე სხვადასხვა ავტორის სტატია გამოქვეყნდეს. ყველა მკითხველს ექნება წაკითხულის კომენტირების, რეიტინგის მინიჭების, მიმოხილვების გამოქვეყნების საშუალება.
შესაძლებელი იქნება სამი დონის თანამშრომლობა:
Open collaboration - ღია თანამშრომლობა (ნებისმიერ მომხმარებელს აქვს სტატიის რედაქტირების შესაძლებლობა)
Moderate collaboration - ზომიერი თანამშრომლობა (ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შესთავაზოს ავტორს ცვლილებები სტატიაში)
Closed collaboration - დახურული თანამშრომლობა (მხოლოდ თანაავტორს აქვს სტატიის რედაქტირების შესაძლებლობა).
ჩემი აზრით სერვისს დიდი პოტენციალი აქვს და ის Wikipedia-ზე არანაკლებ პოპულარული გახდება.
წარმოგიდგენთ ბმულს ერთ-ერთ სტატიაზე, სახელწოდებით ”Tooth pain” (კბილის ტკივილი), რომელიც გამოქვეყნებულია Knol-ზე.
23 July 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment