When most people think of school they imagine a brick-and-mortar place. What technology does is transcend physical spaces as by allowing children to reach each other across the globe.მე ვიზიარებ ამ აზრს.
ტერმინი ”სკოლა” შეიძლება დარჩეს მომავალშიც, მაგრამ ეს იქნება არა შენობა, სადაც თავს იყრიან მოსწავლეები, არამედ იმ online და offline სივრცეების, აქტივობებისა და ურთიერთობების ერთობლიობა, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს ბავშვების სწავლასა და განვითარებაში.
ამ გარემოში მასწავლებელს ექნება უფროსი მოსწავლის როლი, რომელიც აქტიურად სწავლობს თვითონ და ეხმარება სწავლაში ბავშვებს. მისი მთავარი ამოცანაა - მოახდინოს მოსწავლეების ონლაინ და პირისპირ ურთიერთობების ფასილიტაცია, განუვითაროს მათ სწავლის მოტივაცია, ჩართოს ისინი საკუთარი სწავლის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რეკომენდაცია გაუწიოს მათთვის სასარგებლო და საინტერესო აქტივობებს და პროექტებს და დაეხმაროს მათ რეალიზაციაში.
მომავლის სკოლაში მასწავლებელი საინტერესო იქნება არა იმ ცოდნით, რომელიც მას გააჩნია, არამედ იმით, თუ რამდენად არის ის თანამედროვე მოსწავლის მოდელი. სხვა სიტყვებით - მასწავლებელი უნდა გახდეს ”სანიმუშო მოსწავლე” მისი მოსწავლეებისათვის. მან უნდა ასწავლოს მათ სწავლა, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ მაგალითზე და ასევე იმ საინტერესო მაგალითებზე, რომლებიც უხვადაა გაფანტული ინტერნეტში.
მომავალი სკოლის ”საკლასო ოთახი” შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ონლაინ სასწავლო თემი, სადაც ბავშვები და მასწავლებლები (შეიძლება დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან) ერთად სწავლობენ, ქმნიან ერთობლივ პროექტებს, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, შეხედულებებს, კულტურულ ფასეულობებს. მოდელი - ”რამოდენიმე გლობალური მასწავლებელი და გლობალური მოსწავლეები” შეიძლება მომავალში საკმაოდ პოპულარული გახდეს სწავლაში. ამ მოდელში ასევე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მშობელი, რომელსაც სრული საშუალება ექნება თვალყური ადევნოს საკუთარი შვილის ონლაინ სასწავლო აქტივობებს და სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში თვითონ ჩაერთოს ამ აქტივობებში.
კომუნიკაცია, ერთობლივი მუშაობა, ცოდნის გაზიარება, აუტენტური შეფასება - ზემოთ აღწერილი მოდელის ძირითადი მახასიათებლებია.
ზოგს შეიძლება ეს ყველაფერი მოეჩვენოს უსარგებლო ფანტაზიებად, მაგრამ ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციები, ჩემი აზრით, მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ტრადიციული სკოლის მოდელი, ეგრეთწოდებული ”ფაბრიკის მოდელი” ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment