ობამამ გამოიყენა საფინანსო სახსრების მოზიდვის ახალი ხერხი - ონლაინ შემოწირულობები. ეს არის 200$ ნაკლები თანხები, რომლებსაც მას უგზავნიან მხარდამჭერები მისი საიტის საშუალებით. უშუალოდ ხალხი აფინანსებს მას და არა მძლავრი კომპანიები. გამარჯვების შემთხვევაში ეს მას მისცემს გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას და მეტ მხარდაჭერას.
ობამას საარჩევნო საიტი შექმნა კრის ხიუზმა, Web 2.0-ის ერთ-ერთმა პიონერმა. საიტი სრულად ემყარება Web 2.0-ის კანონებს, აქვს საკუთარი სოციალური ქსელი, ბლოგები, ჩატები, ონლაინ-შემოწირულობების სისტემა. საიტი აძლევს საშუალებას ობამას მხარდამჭერებს თვოთონ მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები და ამით აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში.
დიდი შედეგი მოიტანა ასევე ინტერნეტ-მემების გავრცელებამ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა Obama Girl - ვიდეოკლიპი, რომელიც განთავსებულია YouTube-ზე.
ეს მოვლენები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა - ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებია.
ინფორმაცია ემყარება Lenta.ru-ს პუბლიკაციებს.
No comments:
Post a Comment