ISTE-მ მოამზადა ახალი ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტი მასწავლებელთათვის (NETS for Teachers 2008). 2007 წელს მე გამოვაქვეყნე მათ მიერ მომზადებული ტექნოლოგიური სტანდარტი მოსწავლეთათვის.
სტანდარტის წინა ვერსია გამოქვეყნდა 2000 წელს.
სტანდარტის ახალი ვერსიის აუცილებლობა გამოწვეულია ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილებებით, რომლებიც ახალ მოთხოვნებს აყენებენ მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.
ეს სტანდარტი დაეხმარება მასწავლებლებს ინდუსტრიული ერას სასწავლო გარემოს ციფრულ ერას გარემოდ გარდაქმნაში.
მნიშვნელოვნად შეიცვალა სტანდარტის პრიორიტეტები წინა ვერსიასთან შედარებით. ახლა გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ერთობლივი, შემოქმედებითი სწავლების უზრუნველყოფის , ციფრულ საზოგადოებაში წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარების და დამოკიდებულებების განვითარების საკითხებს.
სტანდარტის გაცნობა სასარგებლო იქნება ყველასათვის ვისაც აქვს შეხება განათლებასთან, განსაკუთრებით კი - მასწავლებლებისათვის.
სტანდარტი მოიცავს ხუთ მიმართულებას. ქვემოთ მოყვანილია ამ მიმართულებების მოკლე დახასიათება.
1. მოსწავლეთა სწავლისა და შემოქმედების მხარდაჭერა და შთაგონება.
მასწავლებლები იყენებენ საგნის, სწავლისა და სწავლების და ტექნოლოგიების ცოდნას, რათა უზრუნველყონ ისეთი სასწავლო პრაქტიკა როგორც საკლასო, ასევე ვირტუალურ გარემოში, რომელიც გააძლიერებს მოსწავლეთა სწავლას, შემოქმედებას და ინოვაციას.
2. ციფრული ერას სასწავლო პრაქტიკისა და შეფასების დაგეგმვა და შემუშავება
მასწავლებლები ახდენენ აუტენტური სასწავლო პრაქტიკისა და შეფასების დაგეგმვას, შემუშავებასა და შეფასებას თანამედროვე ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოყენებით, რათა უზრუნველყონ შინაარსის სწავლა კონტექსტში და იმ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება, რომლებიც განსაზღვრულია მოსწავლეთა ტექნოლოგიურ სტანდარტში.
3. ციფრული ერას მუშაობისა და სწავლის მოდელირება
მასწავლებლები აცნობენ მოსწავლეებს იმ ცოდნას, უნარებსა და სამუშაო პროცესებს, რომლებიც ახასიათებენ გლობალურ და ციფრულ საზოგადოებაში მოღვაწე პროფესიონალებს.
4. ციფრული მოქალაქეობისა და პასუხისმგებლობის წახალისება და მოდელირება
მასწავლებლებს ესმით ლოკალური და გლობალური საზოგადოებრივი საკითხები და პასუხისმგებლობები მზარდ ციფრულ კულტურაში და ახდენენ სამართლებრივი და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას პროფესიულ პრაქტიკაში.
5. ჩართულობა პროფესიულ განვითარებაში და ლიდერობა
მასწავლებლები მუდმივად ანავითარებენ საკუთარ პროფესიულ პრაქტიკას, მაგალითს აძლევენ ცხოვრების მთელ მანძილზე სწავლისა და ავლენენ ლიდერობას სკოლასა და პროფესიულ თემში ციფრული ინსტრუმენტებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების დემონსტრირებით.
03 July 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment