04 June 2007

ახალი სახელმძღვანელო

Web 2.0 ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ განათლებაში. ამ ინსტრუმენტების გამოყენების უნარი აუცილებელია, როგორც მათთვის, ვინც სწავლობს, ასევე მათთვის ვინც ასწავლის.

წიგნი წარმოადგენს Web 2.0 ტექნოლოგიების შემსწავლელ სახელმძღვანელოს. მასში აღწერილია ინტერნეტის ის ძირითადი სერვისები, რომლებიც გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიებს.





სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შემდეგი მოდულები:
  • ინფორმაციის პუბლიკაცია ინტერნეტში. ბლოგი
  • ერთობლივი მუშაობა ინტერნეტში. Wiki, Google Docs
  • პრეზენტაციების გაზიარების სერვისი. SlideShare
  • ფოტო-გაზიარების სერვისი. Flickr
  • ვიდეო-გაზიარების სერვისი. YouTube
სახელმძღვანელო განკუთვნილია VIII-XII კლასელთათვის.
სახელმძღვანელოში არსებული მასალა წარმოადგენს საბაზო კურსის გაგრძელებას და მისი სწავლება მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც შესწავლილი აქვს საბაზო კურსის მოდულები.

3 comments:

ირინა said...

სად შეიძლება სახელმძღვანელოს შეძენა??? წიგნის მაღაზიებში ვერ ვიპოვეთ???


ძალიან კარგი საკითხებია წიგნში განხილული... დიდი მადლობა...

ჯემალი said...

სახელმძღვანელოს შეძენა შეიძლება, მაგალითად, წიგნების მაღაზია ”პარნასში”, ფილარმონიის წინ.

Jemal Kiknadze, ჯემალ კიკნაძე said...

გამარჯობა ბატონო ჯემალ!

დღეს, შემთხვევით აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი და წიგნები (ინტერნეტში "ინოვაციურ განათლებას" ვეძებდი), ძალიან მომეწონა და უფრო დეტალურად გავეცნობი. გამეხარდა, რადგან დიდი ხნის წინ (დაახლოებით 10 წლის), მზიურში თქვენთან დავდიოდი კურსებზე და თქვენი ლექციებით პირველად მაშინ გავეცანი კომპიუტერთან დაკავშირებით ანბანს! არც ახლა ვიცი ბევრი რამ (მომავალში თქვენი წიგნები დამეხმარება), მაგრამ ვცდილობ და ვსწავლობ (სწორედ ჩემზეა ნათქვამი "სწავლა სიბერემდე"-ო).

მე, როგორც ფიზიკოსი, ძალიან დაინტერესებული ვარ ტექნიკით და განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებაში გამოყენებით. კვლავ ვმუშაობ "კომაროვის" სკოლაში და უნდა ვუხელმძღვანელო ერთ-ერთ გაბინეტს, რომელიც ალბათ "ინოვაციური განათლებით" იქნება დაკავებული. ერთი წელია მაქვს ჩემი ვებ/ბლოგი: http://analemma.ge/, მინდა გაეცნოთ, თქვენი აზრი და შენიშვნები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ საჭიროდ ჩათვლით მისამართებიც გავცვალოთ.

პატივისცემით ჯემალ კიკნაძე .
6 დეკემბერი 2010