Showing posts with label საკლასო პრაქტიკა. Show all posts
Showing posts with label საკლასო პრაქტიკა. Show all posts

19 March 2011

არითმეტიკა - ალგებრული აზროვნების საფუძველი

მოთხოვნილებები განაპირობებენ სწავლების მეთოდებს. ამის დასტურია აშშ-ში არითმეტიკის სწავლების ახალი მიდგომები.

სიახლეების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დღეს ადამიანები სულ უფრო იშვიათად აწარმოებენ გამოთვლებს ხელით. ამ ოპერაციების შესასრულებლად ისინი კალკულატორებს ან კომპიუტერებს იყენებენ.

ეს არ ნიშნავს, რომ არითმეტიკა აღარ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. უბრალოდ უნდა შეიცვალოს აქცენტები. კომპიუტერების ეპოქაში ძალიან აქტუალურია ალგებრული აზროვნება, რომლის საფუძველი სწორედ არითმეტიკის სწავლებისას ყალიბდება. ამიტომ არითმეთიკის სწავლებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა არითმეტიკული გამოთვლების სისწრაფეზე, არამედ იმაზე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ არითმეტიკული ოპერაციების და რიცხვთა სისტემის პრინციპები, გაიგონ რიცხვების არსი.

ახალი მიდგომების სადემონსტრაციოდ მოყვანილია ქვეშმიწერით გამრავლების მაგალითი.

ქვეშმიწერით გამრავლების ტრადიციული ხერხი:


ქვეშმიწერით გამრავლების ახალი ხერხი:


ამ ხერხის მიზანია არა გამრავლების შესრულების სისწრაფე, არამედ ის, რომ მოსწავლეებმა დაინახონ ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება გამრავლების ოპერაცია.

უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

10 November 2008

გაკვეთილის დაგეგმვა

სწავლების მაღალი შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაკვეთილის დაგეგმვას. არსებობს სხვადასხვა მიდგომები დაგეგმვის პროცესისადმი. გაკვეთილის გეგმა შეიძლება იყოს დეტალური ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაკვეთილის ძირითადი ეტაპების მოკლე აღწერით. გაკვეთილის გეგმაში უნდა აისახოს გაკვეთილის მსვლელობის ლოგიკა, დროის განაწილება, ბალანსი ინფორმაციის პრეზენტაციასა და პრაქტიკას შორის, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს და თვით მოსწავლეებს შორის და სხვა. ეს ყველაფერი მიმართულია გაკვეთილის ამოცანების მისაღწევად.

ქვემოთ წარმოდგენილია გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა, რომელიც სრულ წარმოდგენას მოგვცემს გაკვეთილის გეგმის კომპონენტების შესახებ.

  1. გაკვეთილის მიზანი. მასწავლებელმა პირველ რიგში მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს ის, თუ რის მიღწევა სურს გაკვეთილზე (რა ცოდნა, უნარები, სტრატეგიები უნდა აითვისოს მოსწავლემ).
  2. რესურსები. მას შემდეგ რაც მიზანი განსაზღვრულია, საჭიროა იმ რესურსების (როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ) განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და წინასწარ უნდა იყოს შესრულებული მასწავლებლის მიერ.
  3. მუშაობის (ანუ სწავლის) პროცესი. შემდეგ უნდა მოხდეს სამუშაო პროცესის მოდელირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების ჩართვა გაკვეთილის ამოცანების მიღწევაში. უნდა განისაზღვროს, რამდენად მიმზიდველია, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის გაკვეთილის მასალა, როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული მათი ერთობლივი მუშაობა და სხვა.
  4. დისკუსია. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა დაგეგმოს, თუ როგორ წარმართავს დისკუსიას გაგკვეთილის თემებთან დაკავშირებით. დისკუსია სწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლის გამოყენება ძალიან გაამდიდრებს სწავლის პროცესს და გახდის მას მიმზიდველს მოსწავლეებისათვის.
  5. დრო. ძალიან მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, რაც რეალისტურს გახდის გაკვეთილის მიზნის მიღწევას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეს დამოუკიდებელი სწავლა. ამიტომ დროის მენეჯმენტი მოსწავლეებთან ერთად უნდა ვაწარმოოთ.
  6. ტექნოლოგია. გაკვეთილის ყველა ეტაპის განხორციელებაში საჭიროებისამებრ უნდა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება. უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია არის გაკვეთილის რესურსებით უზრუნველყოფის, ერთობლივი მუშაობის ორგანიზების და მიმზიდველობის ამაღლების საუკეთესო საშუალება.