Showing posts with label მათემატიკა. Show all posts
Showing posts with label მათემატიკა. Show all posts

19 March 2011

არითმეტიკა - ალგებრული აზროვნების საფუძველი

მოთხოვნილებები განაპირობებენ სწავლების მეთოდებს. ამის დასტურია აშშ-ში არითმეტიკის სწავლების ახალი მიდგომები.

სიახლეების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დღეს ადამიანები სულ უფრო იშვიათად აწარმოებენ გამოთვლებს ხელით. ამ ოპერაციების შესასრულებლად ისინი კალკულატორებს ან კომპიუტერებს იყენებენ.

ეს არ ნიშნავს, რომ არითმეტიკა აღარ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. უბრალოდ უნდა შეიცვალოს აქცენტები. კომპიუტერების ეპოქაში ძალიან აქტუალურია ალგებრული აზროვნება, რომლის საფუძველი სწორედ არითმეტიკის სწავლებისას ყალიბდება. ამიტომ არითმეთიკის სწავლებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა არითმეტიკული გამოთვლების სისწრაფეზე, არამედ იმაზე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ არითმეტიკული ოპერაციების და რიცხვთა სისტემის პრინციპები, გაიგონ რიცხვების არსი.

ახალი მიდგომების სადემონსტრაციოდ მოყვანილია ქვეშმიწერით გამრავლების მაგალითი.

ქვეშმიწერით გამრავლების ტრადიციული ხერხი:


ქვეშმიწერით გამრავლების ახალი ხერხი:


ამ ხერხის მიზანია არა გამრავლების შესრულების სისწრაფე, არამედ ის, რომ მოსწავლეებმა დაინახონ ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება გამრავლების ოპერაცია.

უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

05 January 2010

განვითარებადი გონება

საინტერესო სტატია ”24 საათში”:

”პატარები უფრო გახსნილები არიან მათემატიკის მიმართ, ვიდრე ჩვენ გვგონია”...

09 October 2009

მათემატიკური კონკურსი ”მოაზროვნე”

ქუთაისის №17 საჯარო სკოლა მართავს ონლაინ მათემატიკურ კონკურსს მე-4-5-6 კლასის მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთათვის.

კონკურსის ვებ-გვერდი

08 October 2009

მათემატიკოსის ტირილი

ძალიან საინტერესო სტატია (რუსულ ენაზე), რომელშიც წარმოდგენილია მათემატიკის სწავლების სრულიად განსხვავებული ხედვა.

სტატია დაწერილია 2002 წელს ამერიკელი მათემატიკის მასწავლებლის, პოლ ლოკხარტის მიერ.

საინტერესოა ასევე სტატია А.Шень "О пользе и вреде математических классов"

05 April 2009

მათემატიკური რესურსების კოლექცია

Jefferson County Schools საიტზე სხვა რესურსებთან ერთად წარმოდგენილია საკმაოდ კარგი კოლექცია მათემატიკური რესურსების (სიმულატორები, გაკვეთილების გეგმები, ტესტები და სხვა).

15 November 2008

საინტერესო საიტები - 15 ნოემბერი

Math Glossary






მათემატიკური ლექსიკონი მოსწავლეებისათვის (ინგლისურ ენაზე). წარმოდგენილია მათემატიკასთან დაკავშირებული ტერმინების თვალსაჩინო განმარტებები. აქვე შეგვიძლია ტერმინის გახმოვანება.

A Math Dictionary for kids
კიდევ ერთი მათემატიკური ლექსიკონი მოსწავლეებისათვის.

eGlossary
მათემატიკური ტერმინების ლექსიკონი (გახმოვანებით)

Mathwords
ინტერაქტიული მათემატიკური ლექსიკონი.

MathMovesU
სახალისო მათემატიკური თამაში.