საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა: მარტში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით დაარსდა ვებ-მეცნიერების ინსტიტუტი (Institute for Web Science). ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, ფოკუსირებული მომავალი თაობის ვებისა და ინტერნეტის ტექნოლოგიების კვლევაზე და მათი კომერციალიზაციის გზების ძიებაზე. ინსტიტუტის დაარსება ბრიტანეთის მთავრობის იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც გულისხმობს სამთავრობო მონაცემებისა და ინფორმაციის რადიკალურ გახსნას.
ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს ხიდის ფუნქცია კვლევებსა და ბიზნესს შორის.
...Web 2.0-ის ტექნოლოგიებმა მნიშნელოვნად გაუადვილა ადამიანებს კონტენტის შექმნისა და გამოქვეყნების საშუალება. Web 3.0 - ინტერნეტის განვითარების მომდევნო ეტაპია, რომელიც მისაწვდომს გახდის მსოფლიო მონაცემების უზარმაზარ მასივებს, რაც საშუალებას მისცემს ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს დაინახოს და გამოიყენოს სხვადასხვა საინფორმაციო მასივებს შორის არსებული კავშირები. შეიქმება შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ამ მონაცემების კვლევა და საჭირო ინფორმაციის ამოკრება. ეს შექმნის პრიმციპულად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ბიზნესისათვის, ასევე საჯარო სექტორისათვის. რა თქმა უნდა, ეს ასევე დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპიცაა.
ეს ტენდენციები განათლების სისტემაზეც მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
10 April 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment