დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების პროფესორის Martin Weller-ის საინტერესო სტატია (SocialLearn: Bridging the Gap Between Web 2.0 and Higher Education), რომელიც ეხება უმაღლესი განათლების პერსპექტივებს. სტატიაში გამოთქმული აზრი, რომ უმაღლესი განათლების ორგანიზებაში მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, სულ უფრო ხშირად გამოითქმევა სხვადასხვა ექსპერტების მიერ. სტატიაში წარმოდგენილია ამ აზრის არგუმენტაცია.
ცვლილებების მიზეზი იქნება ის, რომ როცა მოსწავლეები მიეჩვევიან მარტივ, პრაქტიკულ, პერსონალიზირებულ და ადაპტირებულ ინსტრუმენტებს, რატომ მოუნდებათ მათ სტანდარტიზირებული, არაინტიუტიური, მოუქნელი და ვადაგასული ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც გავრცელებულია ფორმალურ განათლებაში.
ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხი. თუ ჩვენ ტექნოლოგიურ გამოცდილებას დავუმატებთ მომხმარებელთა თანამონაწილეობას, რომელსაც ისინი იღებენ სოციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Flickr, YouTube, ბლოგები, Wiki-სისტემები და სხვა და შევადარებთ მას ზემოდან-ქვემოთ, წინასწარ გაფილტრულ გამოცდილებასთან, რომელსაც ისინი იღებენ კურსებზე და ასევე წინასწარ განსაზღვრულ სასწავლო რესურსებს მივხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური ცვლილებაცაა.
საწყის ეტაპზე სწავლის ინსტრუმენტები ახდენენ ცენტრალიზებული მოდელის კოპირებას, მაგრამ დროთაგანმავლობაში, როცა მათი გამოყენება და მათი ინტეგრაციის მეთოდები გამარტივდება, ცენტრალიზებული მოდელის გამოყენება სულ უფრო არაეფექტური გახდება. ადამიანების ორგანიზების ”ფასი” დაეცემა, უფრო ეფექტური და წარმატებული გახდება არაფორმალურ ჯგუფებში სწავლა.
როცა გამარტივდება ჯგუფების თვითჩამოყალიბების შესაძლებლობები და ინდივიდებისათვის გამარტივდება ჯგუფის მუშაობაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობები, მოიხსნება ძველი მოდელისათვის დამახასიათებელი ბევრი შეზღუდვები.
მაგალითად, უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ თავი მოუყაროს მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს. მაგრამ როცა ამის გაკეთება ამ ადამიანებს თვითონ შეეძლებათ ონლაინ, უნივერსიტეტის ეს ფუნქცია დაკარგავს აქტუალობას. აღარ იქნება საჭირო უნივერსიტეტში წასვლა, რომ იურთიერთო მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან.
24 June 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment