გამოქვეყნდა სეულში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია. შეხვედრა გაიმართა კორეაში 2008 წლის 17-18 ივნისს და ეძღვნებოდა ინტერნეტ ეკონომიკის პერსპექტივებს.
დეკლარაციაში დადასტურებულია ამ ქვეყნების ვალდებულება ხელი შეუწყონ ინტერნეტ ეკონომიკის განვითარებას, მხარი დაუჭირონ ინოვაციებს, ინვესტიციებსა და კონკურენციას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სექტორში.
განსაკუთრებულად არის ხაზგასმული, რომ მთავარ ზრუნვას წარმოადგენს ინტერნეტის არსის შენარჩუნება, როგორიცაა მისი ღიაობა, დეცეტრალიზებულობა და დინამიურობა. მხარდაჭერილი იქნება ინოვაციები, მონაწილეობა და მისაწვდომობა.
შეიქმნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის, ინოვაციების და კვლევების თავისუფალ მოძრაობას. ხელი შეეწყობა ინფორმაციისა და ქონთენთის საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას, რომელიც შეიცავს მეცნიერულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს.
დიდი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების და ინტელექტუალური უფლებების დაცვის საკითხებს.
მხარს დაუჭერენ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობისათვის ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველყოფას.
22 June 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment