Times-ის რეიტინგში ძირითადი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგინდება, ხოლო შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგში ძირითადი აქცენტი კეთდება უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შედეგებზე.
2009 წლის Times-ის რეიტინგი მე რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბლოგში. დღეს შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგს წარმოვადგენ.
შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგი მოიცავს მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს.
2008 წლის პირველი ასეული, მეორე ასეული, მესამე ასეული, მეოთხე ასეული, მეხუთე ასეული.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
აზიის და ავსტრალიის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
2009 წლის რეიტინგი ნოემბერში გამოქვეყნდება.
ამ ხუთასი უნივერსიტეტის სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ორი უნივერსიტეტი მოხვდა: მოსკოვის უნივერსიტეტი (პირველ ასეულში) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (მეოთხე ასეულში). ჩვენი მეზობელი თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ მეხუთე ასეულის ბოლოშია.
არსებობს უნივერსიტეტების დაფინანსების სამი ძირითადი წყარო:
- სახელმწიფო დაფინანსება (სახელმწიფო ძირითადად აფინანსებს მიმდინარე და სამეცნიერო საქმიანობის ხარჯებს);
- კერძო კაპიტალის მოზიდვა (რომელიც საჩუქრად გადაეცემა უნივერსიტეტებს);
- სწავლის საფასური.
21 საუკუნეში, ცოდნის და ტექნოლოგიების საუკუნეში, მსოფლიო დონის უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკონომიკური წარმატებისათვის.
ექსპერტების გათვლებით მსოფლიო დონის უნივერსიტეტის შესაქმნელად ბევრი სხვა პირობასთან ერთად, საჭიროა ნახევარი მილიარდი დოლარი.
1 comment:
საინტერესოა, ე.ი. ჰარვარდის უნივერსიტეტი მაინც პირველ ადგილს იკავებს მთელს მსოფლიოში.
ჩვენს უნივერსიტეტებში კი რაზეა ლაპარაკი? ჯერ აკადემიურ საბჭოებს არ სურთ დისტანციური სწავლების დანერგვა. თავის მხრივ აუცილებელია სასწავლო პროგრამების თარგმნა უცხო ენებზე და უცხო ქვეყნების სტუდენტთა მოწვევა ამ პროგრამებში. ძველი პროფესურის ძირითადი ნაწილი, ცხადი მიზეზების გამო, ეწინააღმდეგება ამ პროცესს.
Post a Comment