14 October 2009

ინტერნეტის განვითარების ტენდენციები

ორწლიანი კვლევის შედეგების (Internet Observatory Report) თანახმად მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკი კონცენტრირებულია 30 უმსხვილესი საიტის ირგვლივ, რომლებზეც მოდის ტრაფიკის 30%. მათ შორის ყველაზე მსხვილია Google - ტრაფიკის 6%-ით.

ხუთი წლის წინად ტრაფიკი თანაბრად იყო განაწილებული ათი ათასობით ქსელს შორის. დღეს 100 უმსხვილეს ქსელზე მოდის ინტერნეტის ტრაფიკის 60%. (2007 წელს ტრაფიკი უფრო თანაბრად იყო განაწილებული. ტრაფიკის ნახევარს ინაწილებდა 15 ათასი ქსელი).

ტრაფიკის ზრდას თანსდევს მონაცემთა გადაცემის ღირებულების შემცირება. 2003 წელს 1 მეგაბიტიანი ჩართვა ინტერნეტში საშუალოდ 120$ ღირდა, დღეს ამ სიჩქარის ჩართვა ღირს 12$, ხოლო 2014 წლისათვის ეღირება 1,2$.

No comments: