20 October 2009

საინტერესო საიტები - 20 ოქტომბერი, 09

ანიმაციური ფანტაზია
საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე, დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნეთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.

Conflict History
Google Map-ის გამოყენების კიდევ ერთი კარგი მაგალითი. წარმოდგენილია ყველა დროის ომებისა და კონფლიქტების დროის სკალა და რუკაზე აღნიშნულია მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.

Руниверс
ისტორიული თემატიკის ძალიან საინტერესო რუსული საიტი. საიტზე წარმოდგენილია ბევრი ისტორიული დოკუმენტი. რამდენიმე დღის წინ საიტზე დაიდო 1917 წლამდე გამოცემული ყველა რუსული სამხედრო ენციკლოპედია ("Военный энциклопедический Лексикон" под редакцией М.И.Богдановича 1852-1858 гг. издания, "Энциклопедия военных морских наук" под редакцией Г.А. Леера, выходившую в 1883-1897 гг, "Военная энциклопедия" издательства «Т-ва И.Д.Сытина).
შესაძლებელია ამ წიგნების საიტზე წაკითხვა ან გადმოწერა.

No comments: