სოციალური სწავლა
მსოფლიო განათლებაში ბოლო წლებში განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივების დიდი ნაწილი ინსპირირებულია ინტერნეტის ევოლუციითა და ზრდით.
ინტერნეტის ბოლო ევოლუციას წარმოადგენს Web 2.0, რომელმაც ფაქტიურად წაშალა ზღვარი კონტენტის შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის. ახალი ტიპის ონლაინ რესურსები, როგორიცაა სოციალური ქსელების საიტები, ბლოგები, ვიკი და ვირტუალური თემები საშუალებას აძლევენ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს გაცვალონ იდეები, ითანამშრომლონ ახალი ინოვაციური გზებით. ფაქტიურად Web 2.0-მა შექმნა მონაწილეობითი მედიუმის ახალი ნაირსახეობა, რომელიც იდეალურია სწავლის ინოვაციური მეთოდების მხარდასაჭერად.
ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, სოციალური სწავლის სხვადასხვა ასპექტების მნიშვნელოვანი გაძლიერება.
რა იგულისხმება ”სოციალურ სწავლაში”?
”სოციალურში” იგულისხმება ურთიერთობა სხვებთან და მსოფლიოსთან.
ჩვენს მიერ კონტენტის გაგება არის სოციალურად კონსტრუირებული ამ კონტენტთან დაკავშირებული საუბრებისა და სხვებთან ინტერაქციის მეშვეობით. ფოკუსი არის არა იმდენად იმაზე, თუ რას ვსწავლობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვსწავლობთ.
სოციალური ფაქტორის მნიშვნელობა ჩანს, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან, რომელთა თანახმად უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი უნარი ჩამოაყალიბოს ან ითანამშრომლოს მცირე ჯგუფებში. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჯგუფებში კვირაში ერთხელ მაინც, უფრო მეტ წარმატებას ამჟღავნებენ და უფრო კარგად არიან მომზადებული, ვიდრე სტუდენტები, რომლებიც მარტო სწავლობენ.
ტრადიციული ხედვისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს ”მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ” და რომელსაც ცოდნა წარმოუდგენია სუბსტანციად, რომელიც უნდა გადაეცეს მოსწავლეს სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების გამოყენებით, სწავლის სოციალური ხედვა ამბობს ”ჩვენ ვმონაწილეობთ, მაშასადამე ჩვენ ვარსებობთ”. ანუ ყურადღების ფოკუსი საგნის კონტენტიდან გადადის ამ კონტენტის გარშემო გამართულ სწავლის აქტივობებსა და ადამიანებს შორის ინტერაქციებზე.
სწორედ ამით აიხსნება ჯგუფური სწავლის ეფექტიანობა. ჯგუფებში მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვების დასმა, რათა უკეთ გაერკვნენ საგანში, შეუძლიათ მოისმინონ პასუხები ამ კითხვებზე, რომლებსაც გამოთქვამენ ჯგუფის სხვა წევრები, მათ ასევე შეუძლიათ იტვირთონ ამ ჯგუფებში მასწავლებლის როლი და აუსხნან სხვებს სხვადასხვა საკითხები.
არის სოციალური სწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. რაიმე სფეროში დაოსტატებისათვის საჭიროა არა მხოლოდ საგნის არსის სწავლა (”learning about"), არამედ უნარი გახდე ჭეშმარიტი მონაწილე ამ სფეროში ("learning to be"). ეს არის დაუფლება ამ სფეროში არსებული პრაქტიკული უნარებისა და აქ გამომუშავებული ნორმების ანუ ამ სფეროს პრაქტიკოსთა თემში სრულფასოვანი გაწევრიანება. ასეთი თემის მაგალითია ”ღია კოდის პროგრამების” შექმნისათვის ჩამოყალიბებული თემები.
პრაქტიკოსთა თემში ცოდნის ძებნა და ათვისება ხდება მაშინ, როცა ის საჭიროა სიტუაციური ამოცანის ამოხსნისას.
ინტერნეტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკმაოდ ადრეულ წლებში ჩაერთონ იმ სფეროს პრაქტიკოსთა თემებში, რომელიც მათ აინტერესებთ და ამით მნიშვნელოვნად გაზარდონ ამ სფეროში ცოდნის გაფართოებისა და დაოსტატების შესაძლებლობები.
Jon Seely Brown-ის პუბლიკაციებიდან.
10 October 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ბატონო ჯემალ, ძალიან საინტერესოა თქვენი ბლოგები. მხოლო ცოტა მათგანს გავეცანი ჯერჯერობით და ძალიან ნაყოფიერი და შემეცნებითია. დიდი მადლობა ამისთვის.
Post a Comment