
ამავე დროს Microsoft-ში დაწყებულია მუშაობა ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომლის პირობითი სახელწოდებაა Windows 8. მისი გამოშვება 2012 წლისათვის იგეგმება. ამ ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხმის გარჩევის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ასევე ამბობენ, რომ Windows 8 128 ბიტიანი იქნება.
Microsoft-ს დიდი მუშაობა მოუწევს, რადგან სამაგიდო ოპერაციული სისტემების ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. ბოლო წლებში გაიზარდა Apple-ის Mac OS-ის წილი ბაზარზე, Google-ი ამზადებს ახალ ოპერაციულ სისტემას Chrome OS. ანგარიშგასაწევია ასევე Android-ი, რომელიც ნეტბუქებზეც გამოჩნდა.
No comments:
Post a Comment