Google-მა შექმნა საკუთარი თარგმნის სერვისის ვიჯეტი, რომელიც დაგვეხმარება საიტის ტექსტის თარგმნაში 51 ენაზე (სამწუხაროდ ქართული ენა ამ ენებს შორის არ არის). ამისათვის საიტის ან ბლოგის მფლობელმა უნდა მოათავსოს ვიჯეტის კოდი ვებ-გვერდზე.
Google-ის კიდევ ერთი ახალი სერვისი - კომენტირების უნივერსალური სისტემა Sidewiki. ამ სერვისის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტში ნებისმიერ ვებ-გვერდს დაამატოს საკუთარი ანოტაცია ან კომენტარი.
ამ სერვისით რომ შეგვეძლოს სარგებლობა ბრაუზერში უნდა დავაყენოთ Google Toolbar-ის სპეციალური ვერსია.
ინსტალაციის შემდეგ Google Toolbar-ზე გაჩნდება ღილაკი Sidewiki. ამ ღილაკზე დაწკაპუნებით ბრაუზერის მარცხენა კიდესთან გაიხსნება ვერტიკალური პანელი, სადაც შესაძლებელია კომენტარების ჩაწერა. ეს კომენტარები ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მომხმარებლისათვის, ვისაც აქვს ინსტალირებული Google Toolbar-ი Sidewiki ღილაკით.

No comments:
Post a Comment