გეიტსის აზრით ეს არ შეეხება სკოლებს. სკოლები კვლავ დარჩება ბავშვების განვითარების მნიშვნელოვან ინსტიტუციებად. მათი მთავარი ამოცანა იქნება თვითმოტივირებული მოსწავლეების აღზრდა.
ჩემი აზრით ეს ძალიან სასურველი პერსპექტივაა. ძვირი უმაღლესი განათლება სერიოზული ბარიერია ბევრი ადამიანისათვის, რაც მათი უფლებების დარღვევაა. 21 საუკუნეში უმაღლესი განათლება არა ფუფუნებაა, არამედ მკაცრი აუცილებლობა.
ასეთი პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისათვის. სკოლა დაიბრუნებს თავის ნამდვილ დანიშნულებას, რომელიც არა უმაღლესში მოსაწყობად მომზადებაა, არამედ სწავლისადმი მოტივირებული ადამიანების აღზრდა.
Academic Earth ერთ-ერთი საიტია, სადაც შეგვიძლია მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორების ლექციების მოსმენა.
3 comments:
მადლობა, საინტერესო პოსტი იყო.
და საიტიც საინტერესოა - აკადემიური დედამიწა.
მგონია, რომ მთავარი პრობლემა მოტივირებულობა იქნება. და შედეგად, სტუდენტების ასაკი მოიმატებს - 20 წლის ახალგაზრდას ძალიან გაუჭირდება დისტანციური ლექციების დასწრება :)
დისტანციური სწავლება მარტო ვიდეოლექციებით არ შემოიფარგლება. ეს მრავალფეროვანი პროცესია, რომელშიც გამოიყენება ადამიანებთან ურთიერთობის სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტები, მათ შორის სოციალური ქსელები.ინტერნეტით შეიძლება არა მხოლოდ სწავლა ტრადიციული გაგებით, არამედ პრაქტიკოსთა თემებში ჩართვა და კონკრეტულ პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ეს კი სწავლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ალბათ ახალგაზრდებისათვისაც მიმზიდველი იქნება.
კარგი იქნებოდა მსგავსი რამ ქართულ ინტერნეტ–სივრცეშიც რომ არსებობდეს.
Post a Comment