National Geographic Virtual Dig
ძალიან საინტერესო საიტი. საიტზე შესაძლებელია საკუთარი ვირტუალური ისტორიული გათხრების წარმოება.აქ წარმოდგენილია ასევე უამრავი სხვა რესურსები.
Father's Day Games and Activities for Kids
მამების დღისადმი მიძღვნილი რესურსები, აქტივობები და თამაშები.
თავგადასავალი ძველ საბერძნეთში
საიტი განკუთვნილია 7-8 წლის ბავშვებისათვის და მოუთხრობს მათ ძველი საბერძნეთის ისტორიას.
გეომეტრიული ფიგურები
სამგანზომილებიანი ინტერაქტიული გეომეტრიული ფიგურები და ამ ობიექტებთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია.
28 March 2008
24 March 2008
საინტერესო საიტები - 24 მარტი 2008
Lexile Framework for Reading
საიტზე წარმოდგენილია საგანმანათლებლო საზომი ინსტრუმენტი, სახელწოდებით Lexile, რომლითაც იზომება ინდივიდის კითხვის უნარის დონე და ტექსტის სირთულე. ამ ორ მონაცემზე დაყრდნობით შესაძლებელია ამ მკითხველისათვის შესაფერისი სირთულის საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
გლობალური დათბობა
საიტზე წარმოდგენილია რესურსები, თუ როგორ შეუძლია ცალკეულ მოქალაქეს, ებრძოლოს გლობალური დათბობის პრობლემას. აქვე წარმოდგენილია სახვადასხვა დოკუმენტები და ვიდეომასალა.
The Mind of Leonardo
ძალიან საინტერესო საიტი, რომელიც ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მისი შემოქმედების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ფერწერა, ანატომია, ტექნოლოგია. წარმოდგენილია დიდი რაოდენობის რესურსები.

ტეგები:
საინტერესო საიტები
21 March 2008
საინტერესო საიტები - 21 მარტი 2008
უნივერსალური სკალა.
სკალაზე წარმოდგენილია ჩვენი სამყარო: ყველაზე მცირე ელემენტით დაწყებული და მთელი სამყაროთი დამთავრებული. კარგია საზომი ერთეულების სწავლებისას.
კალეიდოსკოპი
ჩვენ თვითონ ვაწყობთ კალეიდოსკოპის ფიგურებს.
უფასო კურსები
ცნობილი უნივერსიტეტების თავისუფალი ონლაინ კურსები.

19 March 2008
კომპიუტერის გავლენა მოსწავლეთა სწავლაზე
საკმაოდ საინტერესო კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული.
ავტორებმა გამოიკვლიეს რუმინეთის მთავრობის პროგრამის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ხელმოკლე ოჯახებისათვის კომპიუტერის შეძენისათვის საჭირო ვაუჩერების დარიგებას.
პროგრამა საკმაოდ მასშტაბური იყო. ოჯახებს დაურიგდათ: 2004 წელს - 25000 ვაუჩერი, 2005 წელს - 27500, 2006 წელს - 28000 , 2007 წელს - 38300.
კვლევის მიზანი იტო დაედგინა, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე.
კვლევის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს კომპიუტერი შედარებით მცირე დროს უთმობდნენ ტელევიზორის ყურებას და საშინაო დავალებების შესრულებას. კვლევის ინდიკატორები საკმაოდ მკაფიოდ ადასტურებენ, რომ იმ მოსწავლეების სწავლის შედეგები, რომლებმაც კომპიუტერი მიიღეს, შემცირდა. ასევე გაუარესდა ამ მოსწავლეების ყოფაქცევა სკოლაში.
მკვლევარები ამ მონაცემების ანალიზის შედეგად აკეთებენ დასკვნას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რომ ბავშვმა თავის საზიანოდ არ გამოიყენოს კომპიუტერი სახლში. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები აკონტროლებდნენ კომპიუტერის გამოყენებას ნეგატიური სედეგები სწავლის მიმართ არ დაფიქსირებულა.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს კარგად ცნობილ ფაქტს, რომ კომპიუტერის სწავლაში ეფექტიანად გამოყენებისათვის ბავშს სჭირდება უფროსების დახმარება. ასევე დამტკიცებულია, რომ ბავშვები ვერ შეძლებენ მაღალი დონის კოგნიტიური უნარების დაუფლებას უფროსების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით.
აქედან გამომდინარე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მშობლებზე ამის გადაბარება არ არის სამართლიანი. აქ იკვეთება სკოლის და მასწავლებლის ძალიან დიდი როლი იმაში, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლისათვის და საკუთარი განვითარებისათვის. ამიტომ სკოლებში კომპიუტერების სწორ და ეფექტიან გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მშობლების ინვესტიციები კომპიუტერების შეძენაში არაეფექტური იქნება.

ისტ ინტეგრაცია,
კვლევის შედეგები
14 March 2008
Subscribe to:
Posts (Atom)