საკმაოდ საინტერესო კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული.
ავტორებმა გამოიკვლიეს რუმინეთის მთავრობის პროგრამის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ხელმოკლე ოჯახებისათვის კომპიუტერის შეძენისათვის საჭირო ვაუჩერების დარიგებას.
პროგრამა საკმაოდ მასშტაბური იყო. ოჯახებს დაურიგდათ: 2004 წელს - 25000 ვაუჩერი, 2005 წელს - 27500, 2006 წელს - 28000 , 2007 წელს - 38300.
კვლევის მიზანი იტო დაედგინა, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე.
კვლევის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს კომპიუტერი შედარებით მცირე დროს უთმობდნენ ტელევიზორის ყურებას და საშინაო დავალებების შესრულებას. კვლევის ინდიკატორები საკმაოდ მკაფიოდ ადასტურებენ, რომ იმ მოსწავლეების სწავლის შედეგები, რომლებმაც კომპიუტერი მიიღეს, შემცირდა. ასევე გაუარესდა ამ მოსწავლეების ყოფაქცევა სკოლაში.
მკვლევარები ამ მონაცემების ანალიზის შედეგად აკეთებენ დასკვნას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რომ ბავშვმა თავის საზიანოდ არ გამოიყენოს კომპიუტერი სახლში. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები აკონტროლებდნენ კომპიუტერის გამოყენებას ნეგატიური სედეგები სწავლის მიმართ არ დაფიქსირებულა.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს კარგად ცნობილ ფაქტს, რომ კომპიუტერის სწავლაში ეფექტიანად გამოყენებისათვის ბავშს სჭირდება უფროსების დახმარება. ასევე დამტკიცებულია, რომ ბავშვები ვერ შეძლებენ მაღალი დონის კოგნიტიური უნარების დაუფლებას უფროსების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით.
აქედან გამომდინარე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მშობლებზე ამის გადაბარება არ არის სამართლიანი. აქ იკვეთება სკოლის და მასწავლებლის ძალიან დიდი როლი იმაში, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლისათვის და საკუთარი განვითარებისათვის. ამიტომ სკოლებში კომპიუტერების სწორ და ეფექტიან გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მშობლების ინვესტიციები კომპიუტერების შეძენაში არაეფექტური იქნება.
19 March 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment