ჟურნალის განმარტებით 2006 წელი ხასიათდება თემების და თანამშრომლობის ადრე არნახული ტემპებით ზრდით. ეს იყო Wikipedia-ს, YouTube-ის და MySapce-ის წელიწადი. ეს იყო Web 2.0-ის ტექნოლოგიების განვითარების წელი.
მაგრამ ეს ასევე იყო იმ ადამიანების წელი, ვინც ხელი შეუწყო ამ ტექნოლოგიების განვითარებას. ეს არა იმდენად ახალი ტექნოლოგიების ავტორებია, რამდენადაც მათი მომხმარებლები, რომლებიც Web 2.0-ის მთავარ შემოქმედად შეიძლება ჩავთვალოთ.
ეს ის ადამიანებია, ვინც უარს ეუბნებოდა საკუთარ თავს ტრადიციულ გართობებზე, მიუჯდებოდა კომპიუტერს, ქმნიდა სხვადასხვა ქონთენთს და უზიარებდა მას მთელ მსოფლიოს.
No comments:
Post a Comment