28 მაისს Google-მა მოახდინა ახალი პროდუქტის დემონსტრაცია, რომლის სახელწოდებაა Google Wave. ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია.
ავტორთა ჩანაფიქრით Google Wave არის პერსონალური კომუნიკაციის და თანამშრომლობის პლატფორმა.
მომხმარებლების ურთიერთობა მოხდება ”ტალღებით”. მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთდროულად მოახდინონ ამ ”ტალღების” რედაქტირება, ტექსტის, გამოსახულებების და სხვა მედია-ობიექტების ჩასმა. ”ტალღაში” გაერთიანებულია დოკუმენტის, სწრაფი შეტყობინებებისა და ე-ფოსტის თვისებები.
შესაძლებელია ”ტალღის” ინტერნეტში გამოქვეყნება, ბლოგში ჩასმა და სხვა. ანუ ბლოგის გზავნილი შეიძლება გადაიქცეს კომუნიკაციის და ურთიერთობის მოედნად. ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კომენტარები.
მნიშვნელოვანია, რომ სერვისის კოდი იქნება ღია და პროგრამისტებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ სერვისი საკუთარი მოდულებით.
სერვისის ამოქმედება წლის ბოლოს არის მოსალოდნელი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იდეებია ჩადებული ამ პროექტში და დიდი ალბათობაა, რომ ის მართლაც მოახდენს რევოლუციას ადამიანების კომუნიკაციაში.
04 June 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment