ძალიან საინტერესო დიაგრამა, რომელზეც ასახულია Microsoft-ის აქციების კურსები 1986 წლიდან დღემდე.
ამ პერიოდის მანძილზე კომპანიას ჰყავდა ორი ხელმძღვანელი: ბილ გეიტსი და სტივ ბალმერი. სტივ ბალმერმა კომპანია 2000 წელს ჩაიბარა. როგორც ვხედავთ, სწორედ ამ წლიდან Microsoft-ის აქციების კურსის ზრდა შეწყდა. რატომ? ბილ გეიტსი იყო ნოვატორი, შემოქმედი, რომელსაც შეეძლო რისკზე წასვლა. სტივ ბალმერი მხოლოდ ეფექტიანი მენეჯერია, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ არ ძალუძს ინოვაციური გარღვევები.
ასეთივე რისკის ქვეშ დადგა Apple. სტივ ჯობსის გარეშე ამ კომპანიის იმიჯი, როგორც ნოვატორისა, შეიძლება შესუსტდეს.
სტივ ჯობსის როლი Apple-ის განვითარებაში ფანტასტიურია. დაბრუნებისთანავე მან შესძინა კომპანიას ხედვა, რომლის შედეგია: Mac, Macbook, iPod,iPhone, the iTunes and iPhone App Stores, iPad.
ამ დიაგრამაზე წარმოდგენილია Microsoft-ის და Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციის დონე 2001 წლიდან დღემდე. 2001 წელს Apple-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 7,6 მილიარდ დოლარს ანუ 38-ჯერ ნაკლებს, ვიდრე Microsoft-ის კაპიტალიზაცია. 10 წლის შემდეგ Apple-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 300 მილიარდ დოლარს, Microsoft-ის - ”მხოლოდ” 239 მილიარდს.
Microsoft-ის და Apple-ის ისტორიას იმეორებენ Google და Facebook. მიუხედავად Google-ის ავტორიტეტისა და მისი შემოსავლების ზრდისა, მისი ინოვაციური განვითარება შეჩერდა. Google-ის ყველა მცდელობა სოციალურ ქსელების სფეროში გარღვევისა წარუმატებლად მთავრდება (Buzz, Google Wave). Facebook ამ სფეროში კონკურენციის გარეშეა და სწრაფად ვითარდება. შესაძლოა Google-მაც გაიზიაროს Microsoft-ის ბედი, რა თქმა უნდა, თუ ლარი პეიჯი, კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე არ ჩამოაყალიბებს ახალ ინოვაციურ ხედვას კომპანიის განვითარებისა.
26 January 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
საინტერესო ინფორმაციაა, კიდევ ერთხელ რწმუნდები რომ საქმისადმი ნოვატორული,ინოვაციური მიდგომის გარეშე შორს ვერ წახვალ
Post a Comment