27 November 2009
25 November 2009
ყველაზე გავლენიანი საიტები
2009 წლის ყველაზე გავლენიანი საიტების ათეული ასე გამოიყურება:
1. en.wikipedia.org
2. youtube.com
3. flickr.com
4. twitter.com
5. google.com
6. myspace.com
7. facebook.com
8. imdb.com
9. nytimes.com
10. apple.com
1. en.wikipedia.org
2. youtube.com
3. flickr.com
4. twitter.com
5. google.com
6. myspace.com
7. facebook.com
8. imdb.com
9. nytimes.com
10. apple.com
ტეგები:
Web 2.0
Youtube-ის ხიტები - 25.11.2009
ყველაზე პოპულარული ონლაინ რეკლამა (შესულია გინესის წიგნში). Youtube-ზე 11 მლნ. დათვალიერება.
22 November 2009
Webby 2000’s Top Ten

გასული ათწლეულის ინტერნეტთან დაკავშირებული ყველაზე მთავარი მოვლენების სია, Webby 2000’s Top Ten, გამოაქვეყდა საიტზე Webby Awards:
2000 წელი
1. კერძო განცხადებების საიტის Craigslist გავლენა გასცდა სან-ფრანცისკოს ფარგლებს
2. ამუშავდა კონტექსტური რეკლამის სერვისი Google AdWords
2001 წელი
3. გაიხსნა ”ვიკიპედია”. გაშვებიდან პირველი წლის ბოლოს ვიკიპედია შეიცავდა 20000 სტატიას, 18 ენაზე. დღეისათვის აქ წარმოდგენილია 14 მილიონი სტატია, 271 ენაზე.
4. დაიხურა უმსხვილესი ფაილების გაზიარების ქსელი Napster.
2004 წელი
5. Google-ის აქციაბი გამოვიდა ბირჟაზე.
2006 წელი
6. Adobe's Flash 9 video player-მა და YouTube-მა ბიძგი მისცეს ონლაინ ვიდეო-რევოლუციას.
7. Facebook-ის გახსნა მომხმარებელთათვის და მიკრობლოგინგის სერვისის Twitter-ის გაშვება.
2007 წელი
8. Apple iPhone-ის დებიუტი.
2008 წელი
9. აშშ-ს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის წარმართვა ინტერნეტის აქტიური გამოყენებით.
2009 წელი
10. ირანის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა საპროტესტო Twitter-აქცია.
ტეგები:
ეს საინტერესოა
15 November 2009
ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ქვეყნის განვითარებისა: ”ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი”, 1993 წლიდან გამოიყენება გაეროს მიერ.
ინდექსი ეყრდნობა სამ ძირითად მაჩვენებელს:
ინდექსი ეყრდნობა სამ ძირითად მაჩვენებელს:
- სიცოცხლის ხანგრძლივობა
- განათლების დონე
- ცხოვრების დონე
ტეგები:
კვლევა
14 November 2009
საგანმანათლებლო დისკუსიები - 14.11.09
საინტერესო დისკუსია საკმაოდ აქტუალურ საგანმანათლებლო საკითხებზე მიმდინარეობს საიტზე azrebi.ge.
დისკუსია დაიწყო სიმონ ჯანაშიას წერილით: ”უმაღლესში მისაღები გამოცდები, რეპეტიტორები და სამართლიანობა”.
ამ წერილს გამოეხმაურა გიგი თევზაძე.
გიგი თევზაძის წერილში საინტერესოა აზრი, რომ ”უმაღლესი განათლება უნდა გახდეს მრავალფეროვანი და უნდა იყოს ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი”. ამ იდეის რეალიზაციისათვის გიგი გვთავაზობს ”კანადური და აშშ სათემო კოლეჯების (community colleges) გამოცდილების” გაზიარებას. ძალიან საინტერესოა ასევე აზრი ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდების, ერთიანი ეროვნული გამოსაშვები გამოცდებით შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება ნამდვილად ბევრ პრობლემას მოხსნის, თუმცა არსებობს ახალი პრობლემების გაჩენის საშიშროება.
დათო აფრასიძემ, წერილში: ”თავისუფლება უმაღლეს განათლებას!” ცოტა სხვა კუთხიდან შეხედა არსებულ პრობლემებს.
საინტერესოა ამ წერილზე გიგი თევზაძის პასუხი
საინტერესო იქნებოდა დღევანდელი სტუდენტების აზრის მოსმენა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

განათლების რეფორმა
12 November 2009
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები
11 ნოემბერს ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია.არ არის გასაკვირვი, რომ სიის სათავეში ამერიკის პრეზიდენტია. არც ისე სასიამოვნოა მესამე ადგილზე რუსეთის პრემიერის, ვლადიმირ პუტინის ხილვა. მაგრამ ამ უსიამოვნებას სავსებით ანეიტრალებს ის, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ხუთეულში მოხვდნენ Google-ის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, ხოლო მეათე ადგილზე - ბილ გეიტსია. ამ ადამიანებმა გავლენა მოიპოვეს არა თანამდებობით, არამედ საკუთარი ცოდნით და შემოქმედებით. რაც უფრო დიდი იქნება ასეთი ადამიანების გავლენა, მით უფრო სამართლიანი და სრულყოფილი იქნება მსოფლიო.
ტეგები:
ეს საინტერესოა
10 November 2009
Youtube-ის ხიტები - 10.11.2009
ქალთა ფეხბურთის შედევრები (მილიონზე მეტი დათვალიერება სამ დღეში)
ტეგები:
YouTube,
ეს საინტერესოა,
ვიდეო
ინტერნეტი გამოცდებზე
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეს შემოღებას აპირებენ დანიის სკოლებში. ამ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით 2011 წლიდან სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებზე ნაბადართული იქნება ინტერნეტის შეუზღუდავი გამოყენება. აიკრძალება მხოლოდ მესიჯებისა და ე-წერილების გაგზავნა და მიღება.ეს გადაწყვეტილება ასე აიხსნება: თუ ინტერნეტი წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ნაწილს, თუ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრისას ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტს, მისი გამოყენების დაშვება გამოცდებზე უფრო ლოგიკურია, ვიდრე მისი აკრძალვა.
გამოცდის დროს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან აკრძალულია, მაგრამ როგორ მოხდება ამის გაკონტროლება? პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ამის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მოსწავლეების პატიოსნებას ვენდობით. გარდა ამისა, თაღლითობაში შემჩნეული მოსწავლეების სასჯელი იმდენად მკაცრია (სასწავლებლიდან გარიცხვა), რომ უმეტესობა ამას არც კი ეცდება.
თვით გამოცდის კითხვების შინაარსიც ფაქტიურად გამორიცხავს რაიმე თაღლითობის შესაძლებლობას. გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მიერ არა ფაქტების ცოდნა (ამ ფაქტებს ისინი ინტერნეტშიც მოიძიებენ), არამედ ინფორმაციის ანალიზისა და მსჯელობის უნარი.
დანიის განათლების მინისტრი ამბობს: ”ჩვენი გამოცდები უნდა პასუხობდეს საკლასო ოთახის ყოველდღიურ პრაქტიკას, ხოლო საკლასო პრაქტიკა - თემის ყოველდღიურ ცხოვრებას”. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ყველა ევროპულ ქვეყანაში მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით, გამოცდებზე ინტერნეტის დაშვების გადაწყვეტილება ძალიან პროგრესული ნაბიჯია და საუკეთესო დადასტურებაა დანიის მთავრობის ინოვაციური აზროვნებისა.
ტეგები:
21 საუკუნის სკოლა,
დასავლეთის სკოლები
09 November 2009
Scrapblog - ფოტოალბომები ინტერნეტში
ინტერნეტში წარმოდგენილია ფოტოების გაზიარების მრავალი სერვისი.
Scrapblog, კიდევ ერთი ასეთი სევისია, მაგრამ აქვს ერთი განსხვავება - ფოტოები შეგვიძლია მოვათავსოთ ლამაზად გაფორმებულ ფოტოალბომებში.
Scrapblog, კიდევ ერთი ასეთი სევისია, მაგრამ აქვს ერთი განსხვავება - ფოტოები შეგვიძლია მოვათავსოთ ლამაზად გაფორმებულ ფოტოალბომებში.
05 November 2009
”ღორის” გრიპის შესახებ
”ღორის” გრიპთან დაკავშირებით შემხვდა საკმაოდ საინტერესო სტატია (რუსულ ენაზე).
მარტივად არის აღწერილი გრიპის პროფილაქტიკა.
Дорогие мамы и папы! Люди!!! Запомните самое главное: тактика ваших действий совершенно не зависит от того, как называется вирус. Это грипп сезонный, свиной, слоновий, пандемический, это вообще не грипп – это не важно. Важно лишь то, что это вирус, что он передается воздушно-капельным путем и что он поражает органы дыхания. Отсюда и конкретные действия...
კიდევ ერთი გზავნილი: Все, что вы хотели и не хотели про свиной грипп.

Google Dashboard
Google-მა აამოქმედა კიდევ ერთი ახალი სერვისი - Google Dashboard.
ამ სერვისის ვებ-გვერდზე თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც მოგროვილი აქვს Google-ს მის შესახებ.
დღეისათვის Dashboard-ზე აისახება ინფორმაცია Google-ის 20 სერვისიდან, როგორიცაა Blogger, Gmail, Google Reader, YouTube, Picasa,iGoogle და სხვა.
საკმაოდ სასარგებლო სერვისია, სადაც თავმოყრილია მომხმარებლის აქტივობები Google-ის სხვადასხვა სერვისებზე.

Google
საინტერესო საიტები - 5 ნოემბერი, 09

Learn.Genetics
საიტზე წარმოდგენილია საგანმანათლებლო მასალები გენეტიკაში და ბიოლოგიაში.
Free clip art
მრავალფეროვანი თემატიკის clip art-ების კოლექცია.
Eternal Egypt
ეგვიპტეს ცივილიზაციასთან დაკავშირებული მულტიმედიური რესურსები.
ტეგები:
საინტერესო საიტები
01 November 2009
მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული რესურსები (რუსულ ენაზე):
ვიდეო-ლექციები
წიგნები (შესაძლებელია გადმოწერა)
ვიდეო-ლექციები
წიგნები (შესაძლებელია გადმოწერა)
ტეგები:
ხედვა
Subscribe to:
Posts (Atom)