საინტერესო დისკუსია საკმაოდ აქტუალურ საგანმანათლებლო საკითხებზე მიმდინარეობს საიტზე azrebi.ge.
დისკუსია დაიწყო სიმონ ჯანაშიას წერილით: ”უმაღლესში მისაღები გამოცდები, რეპეტიტორები და სამართლიანობა”.
ამ წერილს გამოეხმაურა გიგი თევზაძე.
გიგი თევზაძის წერილში საინტერესოა აზრი, რომ ”უმაღლესი განათლება უნდა გახდეს მრავალფეროვანი და უნდა იყოს ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი”. ამ იდეის რეალიზაციისათვის გიგი გვთავაზობს ”კანადური და აშშ სათემო კოლეჯების (community colleges) გამოცდილების” გაზიარებას. ძალიან საინტერესოა ასევე აზრი ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდების, ერთიანი ეროვნული გამოსაშვები გამოცდებით შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება ნამდვილად ბევრ პრობლემას მოხსნის, თუმცა არსებობს ახალი პრობლემების გაჩენის საშიშროება.
დათო აფრასიძემ, წერილში: ”თავისუფლება უმაღლეს განათლებას!” ცოტა სხვა კუთხიდან შეხედა არსებულ პრობლემებს.
საინტერესოა ამ წერილზე გიგი თევზაძის პასუხი
საინტერესო იქნებოდა დღევანდელი სტუდენტების აზრის მოსმენა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
14 November 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
მე კი სუუუუულ სხვა რამეში ვხედავ პრობლემას: http://blog.mziuri.ge/
Post a Comment