Color Jack - ინსტრუმენტების კრებული ფერთა სქემების შესადგენად.
Color Jack
Color Wizard - ვებ-ინსტრუმენტი, რომელიც შერჩეული ფერისათვის მოგვცემს შესაბამისი ფერების სქემას.
Color Wizard
ColorZilla - Firefox-ის გაფართოება (extension), რომლის საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ბრაუზერის ფანჯარაში ნებისმიერი წერტილის ფერის მნიშვნელობა. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ მანძილი ორ წერტილს შორის.
ColorZilla
28 May 2008
24 May 2008
Garr Reynolds-ის საუბარი
Garr Reynolds-ი არის პრეზენტაციების ცნობილი დიზაინერი.
ვიდეოში ის საუბრობს ინფორმაციის პრეზენტაციის ხელოვნებაზე.
ვიდეოში ის საუბრობს ინფორმაციის პრეზენტაციის ხელოვნებაზე.
ტეგები:
ვიდეო,
ინფორმაციის პრეზენტაცია
20 May 2008
Jill Bolte Taylor-ის საუბარი
Jill Bolte Taylor-ი არის ტვინის მკვლევარი. ერთ დილას მას ტვინის სისხლძარღვი გაუწყდა და დამბლა დაეცა. როგორც ტვინის მკვლევარმა, მან გადაწყვიტა დაკვირვებოდა საკუთარ ავადმყოფობას. ის აკვირდებოდა როგორ ეშლებოდა ტვინის ფუნქციები: მოძრაობა, მეტყველება, მეხსიერება, თვითშეგრძნება . . .
მან სიცოცხლის რვა წელიწადი მოანდომა, რომ აღედგინა აზროვნების, მოძრაობისა და საუბრის უნარი. მას ჰქონდა პარალიზებული ტვინის მარცხენა ნაწილი, მაგრამ ის იყენებდა მარჯვენა ნაწილის დიდ კრეატიულ ენერგიას.
წარმოდგენილ ვიდეოში ის საუბრობს, თუ როგორ არის მოწყობილი და როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი.

ტვინის კვლევები
19 May 2008
თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები
ახალი საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების აუცილებლობას სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებენ თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები.
ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ტენდენციები, რომლებიც დღეს შეიმჩნევა ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მანიშნებელია.
მნიშვნელოვნად იზრდება შემოქმედებითი სამუშაოების წილი. ახალი ორგანიზაციები ეჯიბრებიან ერთმანეთს არა სიდიდით, არამედ სისწრაფით, მოქნილობით, ცვლილებების სწრაფად განხორციელებით.
მნიშვნელოვნად იცვლება სამუშაო ადგილების სტრუქტურა და არსი. ნაკლებია სტაბილურობა. აშშ-ს დასაქმების დეპარტამენტის მონაცემებით ყოველი მეოთხე მუშაკი მუშაობს შესაბამის დაწესებულებაში ერთ წელზე ნაკლები, ხოლო ყოველი მეორე - ხუთ წელზე ნაკლები.
სამუშაოები, რომელთა არსს წარმოადგენს რაიმე წესების თანამიმდევრობითი შესრულება, მნიშვნელოვნად მცირდება.
სწრაფად იზრდება მოთხოვნილება ისეთი სამუშაოებისა, სადაც საჭიროა ექსპერტული აზროვნება და კომპლექსური კომუნიკაცია.
ექსპერტული აზროვნება:
დაახლოებით 40 წლის წინად მოსწავლეები სავალდებულო სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ იწყებდნენ საკუთარ კარიერას, რომელიც ხშირად ერთადერთი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე. ინფორმაციის წარმოება ნელი ტემპებით ხორციელდებოდა. ცოდნის აქტუალურობის ვადა იზომებოდა ათწლეულებით. დღეს ამ ფუნდამენტალურმა პრინციპებმა ცვლილებები განიცადეს.
ბევრ მოსწავლეს მოუწევს სხვადასხვა, ხშირად ურთიერთკავშირში არ მყოფი სფეროების ათვისება ცხოვრების მანძილზე. უნარი ვისწავლოთ ის, რაც ხვალ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო ფასეულია, ვიდრე ის, რაც დღეს ვიცით.
იაფი და მძლავრი ტექნოლოგიები აძლევენ ინდივიდებს არნახულ შესაძლებლობებს. ინდივიდის როლი ეკონომიკაში იზრდება.
ადრე ადამიანების უმრავლესობას ეკისრებოდა მცირე როლი ეკონომიკაში. ეს იყო ან პასიური მომხმარებელი მასიური პროდუქტების ან ორგანიზაციის ბიუროკრატიულ სტრუქტურაში დაკარგული თანამშრომელი.
დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი მისაწვდომობა ყველა ადამიანს აძლევს ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თანამშრომლობა, ფასეული პროდუქტების შექმნა და კომუნიკაცია. ეს თავისუფლებას აძლევს ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა ინოვაციებში და სიმდიდრის შექმნაში ეკონომიკის ყველა სექტორში.
დასკვნები:
ჩვენ გვიწევს მოსწავლეების მომზადება ისეთი სამუშაოებისათვის, რომლებიც ჯერ არ არსებობს
. . . ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომლებიც ჯერ არ გამოუგონიათ
. . . ისეთი პრობლემების გადაწყვეტისათვის, რომლებიც ჯერ არ არის გათვიცნობიერებული.

- ურთიერთკავშირების ამოცნობის უნარი
- ინიციატივა
- თვითშემეცნება
- დაკვირვება და მოსმენა
- მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოვლენა
- ინფორმაციის ინტერპრეტაცია და შეფასება
- ინტერპრეტაციის სხვებისათვის მიწოდება და გაზიარება
დაახლოებით 40 წლის წინად მოსწავლეები სავალდებულო სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ იწყებდნენ საკუთარ კარიერას, რომელიც ხშირად ერთადერთი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე. ინფორმაციის წარმოება ნელი ტემპებით ხორციელდებოდა. ცოდნის აქტუალურობის ვადა იზომებოდა ათწლეულებით. დღეს ამ ფუნდამენტალურმა პრინციპებმა ცვლილებები განიცადეს.
ბევრ მოსწავლეს მოუწევს სხვადასხვა, ხშირად ურთიერთკავშირში არ მყოფი სფეროების ათვისება ცხოვრების მანძილზე. უნარი ვისწავლოთ ის, რაც ხვალ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო ფასეულია, ვიდრე ის, რაც დღეს ვიცით.
იაფი და მძლავრი ტექნოლოგიები აძლევენ ინდივიდებს არნახულ შესაძლებლობებს. ინდივიდის როლი ეკონომიკაში იზრდება.
ადრე ადამიანების უმრავლესობას ეკისრებოდა მცირე როლი ეკონომიკაში. ეს იყო ან პასიური მომხმარებელი მასიური პროდუქტების ან ორგანიზაციის ბიუროკრატიულ სტრუქტურაში დაკარგული თანამშრომელი.
დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი მისაწვდომობა ყველა ადამიანს აძლევს ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თანამშრომლობა, ფასეული პროდუქტების შექმნა და კომუნიკაცია. ეს თავისუფლებას აძლევს ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა ინოვაციებში და სიმდიდრის შექმნაში ეკონომიკის ყველა სექტორში.
დასკვნები:
ჩვენ გვიწევს მოსწავლეების მომზადება ისეთი სამუშაოებისათვის, რომლებიც ჯერ არ არსებობს
. . . ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომლებიც ჯერ არ გამოუგონიათ
. . . ისეთი პრობლემების გადაწყვეტისათვის, რომლებიც ჯერ არ არის გათვიცნობიერებული.
ტეგები:
ეკონომიკა და ისტ
11 May 2008
ეფექტიანად გამოვიყენოთ Google
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია, რომელსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. მოვიყვან რამოდენიმე რჩევას, რომლებიც უფრო ეფექტიანს გახდიან ინფორმაციის მოძიების პროცესს Google-ის საძიებო სისტემაში.
- თუ გვსურს ისეთი ვებ-გვერდების მოძიება, რომლებიც შეიცავენ მთელ ფრაზას, ეს ფრაზა უნდა მოვათავსოთ ბრჭყალებში. მაგ., "classroom design" - მოიძებნება მხოლოდ ის გვერდები, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა წარმოდგენილი. თუ ბრჭყალებს არ გამოვიყენებთ, Google გამოიტანს ასევე იმ გვერდებს, სადაც მხოლოდ სიტყვა classroom ან სიტყვა design არის წარმოდგენილი.
- ძებნისას ჩვენ შეგვიძლია ავკრძალოთ ისეთი გვერდების გამოტანა, რომლებიც შეიცავენ რომელიმე სიტყვას ან ფრაზას. ამისათვის საძიებო სტრიქონში ასეთი სიტყვის წინ უნდა ავკრიფოთ სიმბოლო " - ". მაგ., "classroom design" - art. Google გამოიტანს ვებ-გვერდებს, სადაც არის ფრაზა "classroom design", მაგრამ არ არის სიტყვა art.
- თუ გვსურს ინფორმაციის მოძიება რაიმე ფრაზის მიხედვით, ამ ფრაზაში ზოგიერთი სიტყვა შეიძლება შევცვალოთ სიმბოლოთი " * ".
- რაიმე სიტყვის განსაზღვრების მოძიება თუ გვსურს, გამოვიყენოთ ოპერატორი define. მაგ., define:design - გამოვა ამ სიტყვის განსაზღვრებები სხვადასხვა წყაროდან.
- Google-ის საძიებო სტრიქონი შეგვიძლია გამოვიყენოთ კალკულატორის მაგივრად, თუ გვსურს სწრაფად რაიმეს გამოთვლა. გამოსათვლელი გამოსახულების შედგენისას გამოვიყენოთ არითმეტიკული ოპერაციების ნიშნები +, -, *, / და მრგვალი ფრჩხილები. მაგ., (122+374)*23
- მაგალითად, თუ გვსურს დროის რაღაც პერიოდში შექმნილი საუკეთესო ფილმების გამოტანა, შეგვიძლია ავკრიფოთ best films 2005..2008.
- თუ ინფორმაციის მოძიება გვსურს რომელიმე კონკრეტულ საიტზე, გამოვიყენოთ ოპერატორი "site:". მაგ., site:mes.gov.ge
- ოპერატორით "link:" გამოვიტანთ იმ ვებ-გვერდებს, რომლებიც უკავშირდება ამ ოპერატორში მითითებული მისამართის მქონე ვებ-გვერდს
- Google-ის ვებ-გვერდის ზედა კიდესთან მდებარე მენიუში წარმოდგენილია სპეციფიური არეები, სადაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ძებნა, მაგალითად, images (გამოსახულებების ძებნა), blog search (ბლოგების ძებნა), book search (წიგნების ძებნა), news (ახალი ამბები) და სხვა.
- ოპერატორით "music:" მოვძებნით მხოლოდ მუსიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
- Google შეგვიძლია გამოვიყენოთ განზომილების ერთ ერთეულში (მანძილი, ვალუტა და სხვა) წარმოდგენილი რიცხვის სხვა ერთეულში გადაყვანა. მაგ., 25 dollars in euro - გავიგებთ მიმდინარე კურსით 25 დოლარი რამდენ ევროს უდრის.
- თუ გვსურს კონკრეტული ტიპის ფაილების მოძიება, გამოვიყენოთ ოპერატორი "filetype:".
- ზოგადად საკვანძო სიტყვებს Google ეძებს ვებ-გვერდის ყველა სტრუქტურულ არეში (მისამართში, სათაურში, ტექსტში). ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული სტრუქტურული არეს მითითება ოპერატორებით: "inurl:", "intitle:", "intext:".
- კეშირებული ვებ-გვერდების ანუ შეცვლილი ან ამოღებული ვებ-გვერდების პირვანდელი ვერსიების მოსაძებნად გამოვიყენოთ ოპერატორი "cached:"
ტეგები:
Google,
ძებნა ინტერნეტში
04 May 2008
დღევანდელი სტუდენტების ხედვა
რამდენად ეფექტიანია უმაღლესი განათლება? რამდენად აკმაყოფილებს ის დღევანდელ მოთხოვნებს?
წარმოდგენილ ვიდეოში, სახელწოდებით ”A Vision of Students Today”, თვით სტუდენტები გაგვცემენ ამ კითხვებზე პასუხს.
წარმოდგენილ ვიდეოში, სახელწოდებით ”A Vision of Students Today”, თვით სტუდენტები გაგვცემენ ამ კითხვებზე პასუხს.
ტეგები:
ვიდეო,
უმაღლესი განათლება,
ხედვა
Subscribe to:
Posts (Atom)