11 May 2008

ეფექტიანად გამოვიყენოთ Google

ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია, რომელსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. მოვიყვან რამოდენიმე რჩევას, რომლებიც უფრო ეფექტიანს გახდიან ინფორმაციის მოძიების პროცესს Google-ის საძიებო სისტემაში.



  1. თუ გვსურს ისეთი ვებ-გვერდების მოძიება, რომლებიც შეიცავენ მთელ ფრაზას, ეს ფრაზა უნდა მოვათავსოთ ბრჭყალებში. მაგ., "classroom design" - მოიძებნება მხოლოდ ის გვერდები, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა წარმოდგენილი. თუ ბრჭყალებს არ გამოვიყენებთ, Google გამოიტანს ასევე იმ გვერდებს, სადაც მხოლოდ სიტყვა classroom ან სიტყვა design არის წარმოდგენილი.
  2. ძებნისას ჩვენ შეგვიძლია ავკრძალოთ ისეთი გვერდების გამოტანა, რომლებიც შეიცავენ რომელიმე სიტყვას ან ფრაზას. ამისათვის საძიებო სტრიქონში ასეთი სიტყვის წინ უნდა ავკრიფოთ სიმბოლო " - ". მაგ., "classroom design" - art. Google გამოიტანს ვებ-გვერდებს, სადაც არის ფრაზა "classroom design", მაგრამ არ არის სიტყვა art.
  3. თუ გვსურს ინფორმაციის მოძიება რაიმე ფრაზის მიხედვით, ამ ფრაზაში ზოგიერთი სიტყვა შეიძლება შევცვალოთ სიმბოლოთი " * ".
  4. რაიმე სიტყვის განსაზღვრების მოძიება თუ გვსურს, გამოვიყენოთ ოპერატორი define. მაგ., define:design - გამოვა ამ სიტყვის განსაზღვრებები სხვადასხვა წყაროდან.
  5. Google-ის საძიებო სტრიქონი შეგვიძლია გამოვიყენოთ კალკულატორის მაგივრად, თუ გვსურს სწრაფად რაიმეს გამოთვლა. გამოსათვლელი გამოსახულების შედგენისას გამოვიყენოთ არითმეტიკული ოპერაციების ნიშნები +, -, *, / და მრგვალი ფრჩხილები. მაგ., (122+374)*23
  6. მაგალითად, თუ გვსურს დროის რაღაც პერიოდში შექმნილი საუკეთესო ფილმების გამოტანა, შეგვიძლია ავკრიფოთ best films 2005..2008.
  7. თუ ინფორმაციის მოძიება გვსურს რომელიმე კონკრეტულ საიტზე, გამოვიყენოთ ოპერატორი "site:". მაგ., site:mes.gov.ge
  8. ოპერატორით "link:" გამოვიტანთ იმ ვებ-გვერდებს, რომლებიც უკავშირდება ამ ოპერატორში მითითებული მისამართის მქონე ვებ-გვერდს
  9. Google-ის ვებ-გვერდის ზედა კიდესთან მდებარე მენიუში წარმოდგენილია სპეციფიური არეები, სადაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ძებნა, მაგალითად, images (გამოსახულებების ძებნა), blog search (ბლოგების ძებნა), book search (წიგნების ძებნა), news (ახალი ამბები) და სხვა.
  10. ოპერატორით "music:" მოვძებნით მხოლოდ მუსიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
  11. Google შეგვიძლია გამოვიყენოთ განზომილების ერთ ერთეულში (მანძილი, ვალუტა და სხვა) წარმოდგენილი რიცხვის სხვა ერთეულში გადაყვანა. მაგ., 25 dollars in euro - გავიგებთ მიმდინარე კურსით 25 დოლარი რამდენ ევროს უდრის.
  12. თუ გვსურს კონკრეტული ტიპის ფაილების მოძიება, გამოვიყენოთ ოპერატორი "filetype:".
  13. ზოგადად საკვანძო სიტყვებს Google ეძებს ვებ-გვერდის ყველა სტრუქტურულ არეში (მისამართში, სათაურში, ტექსტში). ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული სტრუქტურული არეს მითითება ოპერატორებით: "inurl:", "intitle:", "intext:".
  14. კეშირებული ვებ-გვერდების ანუ შეცვლილი ან ამოღებული ვებ-გვერდების პირვანდელი ვერსიების მოსაძებნად გამოვიყენოთ ოპერატორი "cached:"

No comments: