ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ტენდენციები, რომლებიც დღეს შეიმჩნევა ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მანიშნებელია.
მნიშვნელოვნად იზრდება შემოქმედებითი სამუშაოების წილი. ახალი ორგანიზაციები ეჯიბრებიან ერთმანეთს არა სიდიდით, არამედ სისწრაფით, მოქნილობით, ცვლილებების სწრაფად განხორციელებით.
მნიშვნელოვნად იცვლება სამუშაო ადგილების სტრუქტურა და არსი. ნაკლებია სტაბილურობა. აშშ-ს დასაქმების დეპარტამენტის მონაცემებით ყოველი მეოთხე მუშაკი მუშაობს შესაბამის დაწესებულებაში ერთ წელზე ნაკლები, ხოლო ყოველი მეორე - ხუთ წელზე ნაკლები.
სამუშაოები, რომელთა არსს წარმოადგენს რაიმე წესების თანამიმდევრობითი შესრულება, მნიშვნელოვნად მცირდება.
სწრაფად იზრდება მოთხოვნილება ისეთი სამუშაოებისა, სადაც საჭიროა ექსპერტული აზროვნება და კომპლექსური კომუნიკაცია.
ექსპერტული აზროვნება:
- ურთიერთკავშირების ამოცნობის უნარი
- ინიციატივა
- თვითშემეცნება
- დაკვირვება და მოსმენა
- მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოვლენა
- ინფორმაციის ინტერპრეტაცია და შეფასება
- ინტერპრეტაციის სხვებისათვის მიწოდება და გაზიარება
დაახლოებით 40 წლის წინად მოსწავლეები სავალდებულო სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ იწყებდნენ საკუთარ კარიერას, რომელიც ხშირად ერთადერთი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე. ინფორმაციის წარმოება ნელი ტემპებით ხორციელდებოდა. ცოდნის აქტუალურობის ვადა იზომებოდა ათწლეულებით. დღეს ამ ფუნდამენტალურმა პრინციპებმა ცვლილებები განიცადეს.
ბევრ მოსწავლეს მოუწევს სხვადასხვა, ხშირად ურთიერთკავშირში არ მყოფი სფეროების ათვისება ცხოვრების მანძილზე. უნარი ვისწავლოთ ის, რაც ხვალ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო ფასეულია, ვიდრე ის, რაც დღეს ვიცით.
იაფი და მძლავრი ტექნოლოგიები აძლევენ ინდივიდებს არნახულ შესაძლებლობებს. ინდივიდის როლი ეკონომიკაში იზრდება.
ადრე ადამიანების უმრავლესობას ეკისრებოდა მცირე როლი ეკონომიკაში. ეს იყო ან პასიური მომხმარებელი მასიური პროდუქტების ან ორგანიზაციის ბიუროკრატიულ სტრუქტურაში დაკარგული თანამშრომელი.
დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი მისაწვდომობა ყველა ადამიანს აძლევს ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თანამშრომლობა, ფასეული პროდუქტების შექმნა და კომუნიკაცია. ეს თავისუფლებას აძლევს ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა ინოვაციებში და სიმდიდრის შექმნაში ეკონომიკის ყველა სექტორში.
დასკვნები:
ჩვენ გვიწევს მოსწავლეების მომზადება ისეთი სამუშაოებისათვის, რომლებიც ჯერ არ არსებობს
. . . ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომლებიც ჯერ არ გამოუგონიათ
. . . ისეთი პრობლემების გადაწყვეტისათვის, რომლებიც ჯერ არ არის გათვიცნობიერებული.
No comments:
Post a Comment