30 January 2009
კომპიუტერული რევოლუციის გარიჟრაჟზე
ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ასახულია ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, რომელიც გაიმართა 1983 წელს. სტუმრებს შორის არიან Fred Gibbons-ი Software Publishing Company-დან, Mitch Kapor-ი Lotus Development-იდან და მაშინ ფაქტიურად უცნობი ახალგაზრდა - Bill Gates-ი Microsoft-იდან. ღონისძიების წამყვანია სტივ ჯობსი. ამ სამი კომპანიიდან 21 საუკუნემდე მხოლოდ Microsoft-მა მიაღწია.
28 January 2009
საინტერესო საიტები - 28 იანვარი, 09
ლეონარდო და ვინჩის გრაფიკული ნახატების კოლექცია.
საიტები, საიდანაც შესაძლებელია ე-წიგნების უფასოდ გადმოწერა:
FreeBookSpot
4eBooks
Free-eBooks
GetFreeEBooks
Globusz
ონლაინ HTML რედაქტორი:
Red Peach Designs
27 January 2009
Apple-ის დიზაინის ევოლუცია
ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია Apple-ის კომპიუტერების და სხვა მოწყობილობების დიზაინის ევოლუციის ამსახველი ფოტოები.
23 January 2009
ობამას ეფექტი
ერთ-ერთმა კვლევამ შეძლო ამ იმედის დასაბუთება. მკვლევარებმა შეადგინეს 20-კითხვიანი ტესტი და ამ ტესტით ჩაუტარეს გამოცდა თეთრკანიან და შავკანიან მოქალაქეების ორ ჯგუფს. ტესტირება ჩატარდა რამოდენიმეჯერ, ობამას გამარჯვებამდე და მის გამარჯვების შემდეგ.
პირველ ეტაპზე თეთრკანიანი მოქალაქეების ჯგუფის შედეგი იყო საშუალოდ 12 სწორი პასუხი, ხოლო შავკანიანი - 8,5 სწორი პასუხი ანუ თეთრკანიანებმა გაცილებით წარმატებით გაართვეს თავი გამოცდას. ობამას გამარჯვების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგი განსხვავებული აღმოჩნდა - ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა. როგოც ჩანს ობამას გამარჯვებამ შავკანიანებზე დადებითად იმოქმედა. მკვლევარებმა ამ მოვლენას ”ობამას ეფექტი” უწოდეს.
ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა New York Times-მა.
ობამას ინაუგურაციის ადგილის ფოტოპანორამა.
22 January 2009
მომავლის სკოლა
ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტრადიციული საკლასო სისტემა და აქედან გამომდინარე, სკოლის ტრადიციული ინტერიერი უახლოეს წლებში წარსულს ჩაბარდება.
აქვე რამოდენიმე სიტყვა დანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. 1994 წელს მიღებული განათლების კანონის თანახმად სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანებთან, სოციუმთან ურთიერთობის სწავლება და არა ცოდნის გადაცება.
მეცხრე კლასის ჩათვლით ნიშნები სკოლებში არ იწერება. მეცხრე კლასის ბოლოს ტარდება გამოსაშვები გამოცდები დანიურ და ინგლისურ ენაში და მათემატიკაში.
სახალხო სკოლებთან ერთად, რომლებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დანიაში არსებობენ კიდევ მრავალი სხვა ტიპის სკოლები. ამ სკოლებში მშობლები აფინანსებენ ხარჯების მხოლოდ 25%, დანარჩენ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. მასწავლებლების ხელფასი სხვადასხვა ტიპის სკოლებში არ განსხვავდება.
დანიის განათლების სისტემა ჭეშმარიტად დემოკრატიულია. მისი განვითარება ხდება ქვემოდან. მშობლებს აქვთ მასწავლებლების დაქირავების და მათთან ერთად ნებისმიერი ტიპის სკოლის შექმნის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ასეთი სკოლები.
დანიაში არ არსებობს ექსპერიმენტალური სკოლები, ვინაიდან ყველა სკოლა ისედაც განუმეორებელია და განსხვავდება სხვა სკოლებისგან.
16 January 2009
12 January 2009
ახალი ბრაუზერი - Google Chrome
გასული წლის ბოლოს საკუთარი ბრაუზერი, სახელწოდებით Chrome, შექმნა Google-ის გუნდმა. 2009 წლის იანვარში გამოვიდა ამ ბრაუზერის მეორე ვერსია.
Google-ის ბრაუზერი გამოირჩევა სიმარტივით, სტაბილურობით, უსაფრთხოებით და სწრაფი მუშაობით. მას აქვს ისეთი საინტერესო ფუნქციები, როგორიცაა ფორმების ავტომატური შევსება, ვებ-გვერდის ყველა ობიექტის (არა მხოლოდ ტექსტის) გადიდება, შეუზღუდავი რაოდენობის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროფილების შექმნის შესაძლებლობა და სხვა.
Google Chrome-ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://www.google.com/chrome
07 January 2009
Macworld 2009
ავადმყოფობის გამო, პირველად 11 წლის განმავლობაში კონფერენციას არ გახსნის სტივ ჯობსი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კონფერენციით დასრულდა ერთი დიდი ეტაპი Apple-ის და ზოგადად კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარებაში. ამას Apple-ის განცხადებაც ადასტურებს, რომ ის აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო კონფერენციებში.
იწყება ახალი ეტაპი, აბსოლუტურად განსხვავებული პრიორიტეტებით, განსხვავებული იდეებით. განვლილი 11 წელი საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მომავალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.
05 January 2009
სწრაფი ჩანაწერები - 5 იანვარი, 09
”ინოვაციურ პროცესებზე გადასვლისას მთავარია კლიმატი და ორგანიზაციული კულტურა (ეს სკოლებისთვისაც აქტუალურია);
ინოვაციურ პროცესში ადამიანებს სჭირდებათ მკაფიო მიზანი და თავისუფლება. ადამიანებმა უნდა იგრძნონ საბოლოო მიზანი და უნდა შეეძლოთ საქმეს კეთება თავისუფლად. მათ არ უნდა ეშინოდეთ წარუმატებლობის;
რადიკალური ცვლილებების ერაში ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენი წარუმატებლობებიდან და შეცდომებიდან, ვიდრე წარმატებებიდან. ინოვაციის არსს წარმოადგენს წარუმატებლობის ძიება.
მთავარია კლიმატი. ინოვაციები იბადება მხოლოდ უსაფრთხო გარემოში (როცა ადამიანებს აქვთ შეცდომის დაშვების და ექსპერიმენტირების უფლება);
საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან და არა ისეთი, ვინც მუდამ ეთანხმება ხელმძღვანელობას;
ინოვაციურ პროცესში მთავარია ურთიერთქმედების უნარი;
ხელი უნდა გავუწოდოთ ახალ ტალანტებს, უნდა მივცეთ მათ თავისუფლება;
თავისუფლება, ნდობა, აღიარება, მატერიალური სტიმულირება - ინოვაციის წახალისების მთავარი ატრიბუტებია".
ჩემი აზრით, სკოლის რეალური რეფორმა შესაძლებელია ორი მიმართულებით:
- სკოლის ანგარიშგების გაზრდა საზოგადოების წინაშე. სკოლის წინაშე ისმევა მკაფიო ამოცანები და განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება მათი საქმოანობის შეფასება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება ამ შეფასებაში. ასეთი მკაცრი შეფასება აიძულებს სკოლებს სიახლეების ძიებისაკენ და საკუთარი საქმიანობის სრულყოფისაკენ.
- ინოვაციების წახალისება, შემოქმედებითობა, სხვადასხვა პროექტების სიმრავლე. ანუ წინა პლანზე წამოწევა პროცესის და არა შედეგის.
ალბათ არსებობს სკოლის რეფორმირების მესამე მიმართულებაც, რომელიც შეიძლება განვიხილოთ გარდამავალ ეტაპად პირველი მიმართულებიდან მეორეზე - ეს არის ამ ორი მიმართულების შერწყმა.
04 January 2009
საინტერესო საიტები - 4 იანვარი, 09
აუდიო მოთხრობები
ბავშვებისათვის (ინგლისურ ენაზე).
launchball
საინტერესო თამაში ბავშვებისათვის
ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო
Words in English
საინტერესო საიტი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის.
03 January 2009
სწრაფი ჩანაწერები - 3 იანვარი, 09
რატომ ჩამორჩებიან ამერიკელი მოსწავლეები საერთაშორისო კვლევების შედეგებით სხვა ქვეყნების მოსწავლეებს?
რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ტესტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სწავლის შედეგების გასაზომად (სწორი პასუხის არჩევა რამოდენიმე ვარიანტიდან), მოითხოვენ ძალიან მცირე აზროვნებას. ჩვენგან განსხვავებით, ყველა იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც გვისწრებენ PISA-ს (Programme for International Student Assessment) ტესტირების შედეგებით გამოიყენება ზეპირი და წერითი გამოცდები და ასევე მოსწავლეებთან გასაუბრება, მათი კომპეტენციის დასადგენად. შეფასება გავლენას ახდენს სწავლებაზე - ან დადებით გავლენას ან უარყოფითს. (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ადასტურებს სწავლის შედეგების გაზომვის დიდ მნიშვნელობას. ჩვენში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევენ ძველი სისტემიდან შედეგზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, რაც მაგალითად, დეკლარირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მაგრამ, ამავე დროს, არ ხდება სახელმწიფოს მიერ სწავლების შედეგების გაზომვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ დეკლარაციას. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემა, მაგრამ მასწავლებლის, სკოლის მუშაობის შედეგს არავინ არ ზომავს. ჩემი აზრით სწორედ ეს წინააღმდეგობა წარმოადგენს მთავარ საფუძველს ჩვენ სკოლებში არსებული პრობლემებისა, რომლებიც დღითიდღე ღრმავდება - ჯ.გ.).
მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენი სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდები არ არის მიმართული იმაზე, რომ ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს მსჯელობა, ანალიზი, წერა და ა.შ. სწავლა მიმართულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. ეს კი იწვევს მოწყენილობას მოსწავლეებში და არის მთვარი მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი არ ამთავრებს სკოლას.
და ბოლოს, განათლების სფეროში მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინეთი, მასწავლებლის სტატუსი ძალიან მაღალია. ამ ქვეყნებში სხვაობა მოწინავე სკოლებსა და დანარჩენ სკოლებს შორის შეადგენს მხოლოდ 5%.
Wagner-რის აზრით 21 საუკუნეში წარმატებისათვის საჭიროა შემდეგი 7 უნარის სწავლება:
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა;
- ერთობლივი მუშაობა ქსელების გამოყენებით;
- სიმარდე და შეწყობილობა (ადაპტურობა);
- ინიციატივა და მეწარმეობა;
- ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინფორმაციის წვდომა და ანალიზი;
- ცოდნისმოყვარეობა და წარმოსახვა (ფანტაზია).
ერთი ფოტოს მოდიფიკაციები
ერთი ფოტოს საფუძველზე
02 January 2009
”ცხელი წერტილების” რუკა
01 January 2009
მასწავლებელი
შემხვდა მაკარენკოს (ცნობილი რუსი პედაგოგი) ჩანაწერი, რომელშიც ის აღწერს მის დროინდელ მასწავლებლებს. სამწუხაროა, რომ ეს ჩანაწერი დღესაც საკმაოდ აქტუალურად ჟღერს:
«Они, как и семьдесят лет назад, «…имеют жалкий вид. В лучшем случае это люди, насобачившиеся в области своего предмета, которые с раннего утра до позднего вечера гоняют из школы в школу, чтобы побольше заработать. В других случаях и в большинстве — это замученные нуждой, бессилием и семейной обстановкой работники, которые кое-как выполняют свою работу в классе, кое-как удерживаются на своем месте, более или менее удачно обходя опасные склоки и подсиживания, которые ничего не читают, которые кое-как одеты и имеют кое-какую квартиру. Учитель получает жалование, которое почти равно жалованию городской уборщицы или дворника, но дворник получает одежду, а учитель ничего, кроме 100-120 рублей, не получает. Естественно, что на эту работу идет человек, который настолько слаб по своим личным данным, что ни на какую другую работу устроиться уже не может».
აქვე მოვიყვან რამოდენიმე აფორიზმს:
Кто умеет, делает; кто не умеет, учит других.
Бернард Шоу (1856 — 1950)
Кто умеет, делает; кто не умеет, учит других; а кто не умеет и этого, учит учителей.
Лоуренс Питер
Хороший учитель может научить других даже тому, чего сам не умеет.
Тадеуш Котарбиньский (1886 — 1981)
Что переварили учителя, тем питаются ученики.
Карл Краус (1893 — 1954)
Посредственный учитель излагает. Хороший учитель объясняет. Выдающийся учитель показывает. Великий учитель вдохновляет.
Уильям Уорд
Овидий (43 г. до н.э. — 17 г. н.э.)