31 July 2009

უკომენტაროდ

გუშინ ვკითხულობდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალ ”მასწავლებლის” მეშვიდე ნომერს.

ქალბატონ ნაირა გელაშვილის ინტერვიუში ”თუ სკოლა არ შეიცვალა . . .” შემხვდა ასეთი სიტყვები:
. . . კომპიუტერიცა და ტელევიზიაც ნარკოტიკებადაა ქცეული, ასეთი დოზით და ასეთი შინაარსით ისინი ყველას ფსიქიკას ასახიჩრებენ. . . . თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. ჩემი გერმანელი მეგობრები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტი და ტელევიზორი მოწაფისა და მასწავლებლის უბედურებად იქცა.
კომენტარი მკითხველისთვის მიმინდია.
საერთოდ ეს ძალიან საინტერესო დისკუსიის თემაა.

მომავლის წიგნები

საინტერესო პროგნოზი შემხვდა ერთ-ერთ ბლოგში, რომელიც შეეხება გამომცემლობებისა და წიგნების მომავალს.

ამ პროგნოზის თანახმად, 10-15 წლის შემდეგ (შეიძლება უფრო ადრეც), წიგნების უმრავლესობა გაიყიდება ელექტრონულ ფორმატში. როგორც ვარაუდობენ ამ დროისათვის შეიქმნება ელექტრონული წიგნების წამკითხავი იაფი და მოხერხებული მოწყობილობები, შემუშავდება ელექტრონული წიგნების გავრცელების ერთიანი ფორმატი და წიგნების პუბლიკაციისა და გაყიდვის ერთიანი პლატფორმა, ადამიანებს ჩვევად ექცევად ელექტრონული წიგნების ყიდვა და კითხვა.

ამას ხელს შეუწყობს სკოლების მასიური გადასვლა ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოყენებაზე. შესაძლებელი გახდება ყოველ წელს ელექტრონული წიგნების წამკითხავ მოწყობილობაში მოსწავლესათვის საჭირო სახელმძღვანელოების, დამხმარე მასალების, ენციკლოპედიაბის, ლექსიკონებისა და სხვა სასწავლო მასალების ჩატვირთვა. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის და გააიაფებს სახელმძღვანელოების შექმნისა და დისტრიბუციის პროცესს.

ტექსტის გარდა ასეთი მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრული მულტიმედიური კურსების გაცნობა, ტესტების შესრულება და სხვა. მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს ასევე ელექტრონული დღიურის ფუნქციები.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ელექტრონული წიგნების გავრცელება შეზღუდავს გამომცემლობების მონოპოლიას. ავტორს თვითონ ექნება წიგნის გამოცემისა და მისი მკითხველამდე მიტანის შესაძლებლობა.

ინტერნეტში ჩართული ასეთი მოწყობილობა ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი იქნება მოსწავლის ხელში.

დინამიური არქიტექტურა

ინივაციური აზროვნების საინტერესო ნიმუში: დინამიური არქიტექტურა
  • შენობები თვითონ აწარმოებენ საჭირო ელექტროენერგიას
  • შენების ღირებულება და დრო მნიშვნელოვნად მცირდება
  • მოძრავი იატაკი შეიძლება შეიცავდეს ავტოფარეხს, საცურაო აუზს და სხვა

01 July 2009

Firefox 3.5

30 ივნისს ფონდ Mozilla Foundation-მა გამოაქვეყნა საკუთარი ბრაუზერის ახალი ვერსია - Firefox 3.5. ბრაუზერის საინსტალაციო ფაილის გადმოწერა შესაძლებელია ამ საიტიდან.







ახალი ვერსია გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • HTML 5-ის სტანდარტის მხარდაჭერა
  • გაზრდილი სისწრაფე (Firefox 3-ზე ორჯერ უფრო სწრაფია, ხოლო Internet Explorer 8-ზე - სამჯერ სწრაფია)
  • ძალიან სასარგებლოა ვებ-გვერდების პრივატული დათვალიერების ფუნქცია