ქალბატონ ნაირა გელაშვილის ინტერვიუში ”თუ სკოლა არ შეიცვალა . . .” შემხვდა ასეთი სიტყვები:
. . . კომპიუტერიცა და ტელევიზიაც ნარკოტიკებადაა ქცეული, ასეთი დოზით და ასეთი შინაარსით ისინი ყველას ფსიქიკას ასახიჩრებენ. . . . თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. ჩემი გერმანელი მეგობრები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტი და ტელევიზორი მოწაფისა და მასწავლებლის უბედურებად იქცა.კომენტარი მკითხველისთვის მიმინდია.
საერთოდ ეს ძალიან საინტერესო დისკუსიის თემაა.
4 comments:
მიდგომა სწორი არაა. რა თქმა უნდა დიდი დოზით ყველაფერი უბედურებად შეიძლება იქცეს პურის ჭამიდან დაწყებული ძილით დამთავრებული, მაგრამ თუ ინტერნეტს და კომპიუტერს სკოლაში ჭკვიანურად გამოიყენებენ და ასეც უნდა ქნან, აბა სად აქვთ საქართველოში მაგდენი წიგნები და რესურსები? სწავლა ბავშვებისთვის უფრო სახალისო გახდება.
ხომ ვარ მართალი :)
ისევე, როგორც ყველაფერში, ამ საკითხისადმი მიდგომაშიც ორი უკიდურესობა არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. ერთი მხარე თვლის, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება მხოლოდ ცუდის მომტანია და პათოლოგიურად ეშინია ამ პროცესის. მეორე მხარე თვლის, რომ კაცობრიობის ხსნა მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარებაშია. სიმართლე, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია.
ბევრი მშობელი თვლის, რომ რაკი ბავშვი მთელი დღე კომპიუტერთან ზის და სათამაშოდ ეზოში ჩასვლას აღარ ითხოვს, ეს ძალიან კარგია. ასეთ მშობლებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ეს ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს . . .
ბ-ნო ჯემალ, უპირველესად, დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი ბლოგისთვის.
რაც შეეხება საკითხს, კომპიუტერი თუ წიგნი,ალბათ ეს მედლის ორი მხარეა, მათ გარეშე თანამედროვე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია.თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა,რომ ცივილიზაცია და კულტურა უკუპროპორციულად ვითარდება და გვინდა თუ არა, ეს პროცესი შეუქცევადია. ყველაზე კარგი გამოსავალი, ალბათ,ოქროს შუალედის პოვნაში მდგომარეობს.
მოგესალმებით ყველას! სიმართლე გითხრათ ამ წერილში რაღაც-რაღაცეებმა მართლაც, რომ გამაკვირვა... უბრალოდ, თქვენ რომ არა, ჩემ თავთანაც მომერიდა ამაში გამოტყდომა - გული დამწყდა რომ სახელმძღვანელოებზეც იყო ნათქვამი, თუ როგორი "მოძველებული, დროში ჩარჩენილი, სტერეოტიპული, და არაცოცხალი ენით" ყოფილან დაწერილი...
ბავშვები - " სწავლისა და წიგნისადმი ინტერესდაქვეითებულები"...რამოდენიმე მაგალითით არ შეიძლება ზოგად მდგომარეობაზე მსჯელობა...
...გადავიქეცი კრიტიკოსად...
Post a Comment