საინტერესო პროგნოზი შემხვდა ერთ-ერთ ბლოგში, რომელიც შეეხება გამომცემლობებისა და წიგნების მომავალს.
ამ პროგნოზის თანახმად, 10-15 წლის შემდეგ (შეიძლება უფრო ადრეც), წიგნების უმრავლესობა გაიყიდება ელექტრონულ ფორმატში. როგორც ვარაუდობენ ამ დროისათვის შეიქმნება ელექტრონული წიგნების წამკითხავი იაფი და მოხერხებული მოწყობილობები, შემუშავდება ელექტრონული წიგნების გავრცელების ერთიანი ფორმატი და წიგნების პუბლიკაციისა და გაყიდვის ერთიანი პლატფორმა, ადამიანებს ჩვევად ექცევად ელექტრონული წიგნების ყიდვა და კითხვა.
ამას ხელს შეუწყობს სკოლების მასიური გადასვლა ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოყენებაზე. შესაძლებელი გახდება ყოველ წელს ელექტრონული წიგნების წამკითხავ მოწყობილობაში მოსწავლესათვის საჭირო სახელმძღვანელოების, დამხმარე მასალების, ენციკლოპედიაბის, ლექსიკონებისა და სხვა სასწავლო მასალების ჩატვირთვა. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის და გააიაფებს სახელმძღვანელოების შექმნისა და დისტრიბუციის პროცესს.
ტექსტის გარდა ასეთი მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრული მულტიმედიური კურსების გაცნობა, ტესტების შესრულება და სხვა. მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს ასევე ელექტრონული დღიურის ფუნქციები.
მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ელექტრონული წიგნების გავრცელება შეზღუდავს გამომცემლობების მონოპოლიას. ავტორს თვითონ ექნება წიგნის გამოცემისა და მისი მკითხველამდე მიტანის შესაძლებლობა.
ინტერნეტში ჩართული ასეთი მოწყობილობა ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი იქნება მოსწავლის ხელში.
31 July 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment