09 March 2010

ბიბლიოთეკების მომავალი

საინტერესო შედარება არსებული და მომავალი ბიბლიოთეკების დანიშნულებისა:

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია წიგნებზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული მკითხველებზე;

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინფორმაციის მიღებაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული ინფორმაციის შექმნაზე და გაზიარებაზე;

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინდივიდებზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული აქტიურ ჯგუფებზე;

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ბეჭდვით მედიაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული მულტიმედიურ პროექტებზე;

არსებული ბიბლიოთეკების მთავარი ატრიბუტებია მაგიდები და თაროები, ხვალინდელი ბიბლიოთეკების მთავარი ატრიბუტები იქნება ონლაინ სერვისები და ელექტრონული რესურსები;

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინფორმაციის ძებნის სწავლებაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული ინფორმაციის შეფასებისა და გამოყენების სწავლებაზე;

არსებული ბიბლიოთეკები იმართებიან პროფესიონალი ბიბლიოთეკარებით, ხვალინდელი ბიბლიოთეკები სკოლის ყველა სუბიექტის მიერ იქნება შექმნილი და მართული;

არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია წესებზე და წესრიგზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული კომფორტზე, სერვისებზე და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

1 comment:

David Kiziria said...

ბატონო ჯემალ,

როგორც ყოველთვის საინტერესოა და აქტუალურია თქვენი მოსაზრებები;

ვფიქრობ, ჩვენი ბიბლიოთეკა სწორედ ამგვარ სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული.

http://library.iliauni.edu.ge/ - ჩვენი ბიბლიოთეკის პორტალი,ველით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

პატიისცემით,
დავით კიზირია