04 August 2011

ინფორმატიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით

ვისაც აინტერესებს გატყობინებთ, რომ ჩემს სახელმძღვანელოებს წელსაც აქვთ შენარჩუნებული გრიფი და მათი გამოყენება შეიძლება 7-12 კლასებში ისტ-ს საბაზო კურსის სწავლებისათვის.

2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა ავალდებულებს სკოლებს უზრუნველყონ ისტ-ს სწავლება საბაზო-საშუალო საფეხურის რომელიმე კლასში იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც არ გაუვლიათ ეს კურსი 5-6 კლასებში.

ჩემი სახელმძღვანელოები მოიცავენ საბაზო კურსის 1-2 დონის ძირითად მასალას და სავსებით აკმაყოფილებენ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

სახელმძღვანელოების მოკლე ანოტაცია:

”საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები. (Windows XP, Microsoft Office 2007)".


ეს წიგნი წარმოადგენს ინფორმატიკის საბაზო კურსის სახელმძღვანელოს Windows XP-ის და Microsoft Office 2007-ის ბაზაზე.












სახელმძღვანელოს შინაარსი:
  1. კომპიუტერი და მისი პროგრამული უზრუნველტოფა
  2. ოპერაციული სისტემა MS Windows XP
  3. კომპიუტერული გრაფიკის საწყისები
  4. ტექსტებთან მუშაობის ტენოლოგია. MS Word 2007
  5. ელექტრონული ცხრილები. MS Excel 2007
  6. საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint 2007
  7. ინტერნეტის ტექნოლოგიები
სახელმძღვანელოს სარჩევი.

”საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები. (Linux, OpenOffice)".

სახელმძღვანელოს შინაარსი:

1. კომპიუტერი და მისი პროგრამული უზრუნველტოფა
2. ოპერაციული სისტემა Linux
3. ტექსტებთან მუშაობის ტენოლოგია. OpenOffice Writer
4. ელექტრონული ცხრილები. OpenOffice Calc
5. საპრეზენტაციო პროგრამა OpenOffice Impress
6. ინტერნეტის ტექნოლოგიები







28 June 2011

თავისუფლებით აღზრდა

ძალიან საინტერესო ფილმი ალექსანდრე ნილის ცნობილი სკოლის ”სამერხილის” შესახებ.

http://rutube.ru/search.html?page=index&search=%D3%C1%CD%CD%C5%D2%C8%C9%CC%CC&search_type=track

და ფრაგმენტები ნილის წიგნიდან ”სამერხილი - თავისუფლებით აღზრდა”.

”Все преступления, всю злобу, все войны можно свести к несчастливости. Эта книга — попытка показать, как возникает несчастье, как оно разрушает человеческую жизнь и что можно сделать, чтобы несчастье, по возможности, не возникало. Более того, это книга о конкретном месте — Саммерхилле, где детское несчастье излечивается и, что еще важнее, дети воспитываются в счастье...”

” Я полагаю, что ребенок внутренне мудр и реалистичен. Если его оставить в покое, без всяких внушений со стороны взрослых, он сам разовьется настолько, насколько способен развиться. Поэтому Саммерхилл — это такое место, где имеющие способности и желание заниматься наукой станут учеными, а желающие мести улицы будут их мести. Мы, правда, до сих пор не вырастили ни одного дворника. Я пишу это без всякого снобизма, потому что мне приятнее школа, выпускающая счастливых дворников, чем та, из которой выходят ученые-невротики. ”

04 April 2011

საგნების ინტეგრაციის ნიმუში

ერთ-ერთ რუსულ ბლოგზე შემხვდა ეს ამოცანა და მისი ამოხსნა. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ნიმუშია სწავლისადმი ინტეგრირებული მიდგომის.

Задачка по физике на экзамене в средней китайской школе.


Вопрос:

Медведь упал в яму-ловушку глубиной 19.617 метров. Время его падения составило 2 секунды. Какого цвета был медведь?


А. Белый (полярный медведь)
B. Бурый
C. Чёрный
D. Чёрно-коричневый (малайский медведь)
E. Серый (гризли)


Решение:


Используя классическую формулу S=gt2/2, вычисляем, что g (ускорение свободного падения) = 9.8085 m/s2. Многие подумают, что это ускорение из-за силы тяжести на полюсах. Они ошибутся, т.к. g на Северном полюсе равно 9.832, что больше значения, которое мы получили. Даже на экваторе g уже равняется 9.780.


Посмотрев на таблицу значений, мы видим, что нужного ускорения можно достичь на 44° широты. Т.к. в Южном полушарии на данной параллели медведей нет, то место обитания нужных нам медвей находится на 44° северной широты.


В задаче сказано, что медведь упал в яму-ловушку, а это означает, что яма была достаточно большая, чтобы вместить его. На суше обитает не так много животных больше медведя, значит данная ловушка была сделана специально для медведей.


В добавок, т.к. ловушка была на земле, мы можем быть уверены, что это сухопутный медведь, т.к. большинство особей сухопутных медведей имеют плохое зрение, поэтому хуже различают ловушки.


В таком случае только варианты B и C могут быть верными.


Яму глубиной 19.617 метров можно легко вырыть только в мягкой почве.


Бурые медведи обычно обитают на возвышенностях и в горных лесах. Они свирепые животные и риск охоты на них — велик. Но ценятся они меньше, чем чёрные медведи. Так для получения медвежьих лап и желчи используются в основном чёрные медведи.


Т.к. ареал обитания этих двух видов не совпадает, то можем заключить, что правильный вариант C.

Art Project

გასულ თვეს Google-მა აამოქმედა საკმაოდ საინტერესო საიტი - Art Project.

ამ საიტზე განთავსებულია ფერწერული ტილოები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან.

საინტერესო რესურსია ხელოვნების მასწავლებლებისათვის.

25 March 2011

ბილ გეიტსის პროგნოზი

ბილ გეიტსის აზრით 5 წლის შემდეგ უნივერსიტეტების როლი მნიშვნელოვნად შემცირდება (Bill Gates: In Five Years The Best Education Will Come From The Web). განათლების მისაღებად სტუდენტების ერთ ადგილას თავმოყრა აღარ იქნება აუცილებელი. გაჩნდება ცოდნის მიღების ალტერნატიული გზები, რომლებიც ფაქტიურად უფასო იქნება. საუკეთესო პროფესორების ლექციებს ადამიანები უფასოდ ინტერნეტის საშუალებით მიიღებენ. ინტერნეტი უფრო უკეთსი ადგილია სწავლისათვის, ვიდრე ნებისმიერი ცალკე აღებული უნივერსიტეტი (“Five years from now on the web for free you’ll be able to find the best lectures in the world”).

გეიტსის აზრით ეს არ შეეხება სკოლებს. სკოლები კვლავ დარჩება ბავშვების განვითარების მნიშვნელოვან ინსტიტუციებად. მათი მთავარი ამოცანა იქნება თვითმოტივირებული მოსწავლეების აღზრდა.

ჩემი აზრით ეს ძალიან სასურველი პერსპექტივაა. ძვირი უმაღლესი განათლება სერიოზული ბარიერია ბევრი ადამიანისათვის, რაც მათი უფლებების დარღვევაა. 21 საუკუნეში უმაღლესი განათლება არა ფუფუნებაა, არამედ მკაცრი აუცილებლობა.

ასეთი პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისათვის. სკოლა დაიბრუნებს თავის ნამდვილ დანიშნულებას, რომელიც არა უმაღლესში მოსაწყობად მომზადებაა, არამედ სწავლისადმი მოტივირებული ადამიანების აღზრდა.

Academic Earth ერთ-ერთი საიტია, სადაც შეგვიძლია მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორების ლექციების მოსმენა.

21 March 2011

თინა კანდელაკის ბლოგი

მას შემდეგ, რაც პოპულარული ტელეწამყვანი თინა კანდელაკი გახდა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი (სადაც განათლების საკითხებს კურირებს) მის ბლოგში გაჩნდა საინტერესო საგანმანათლებლო თემატიკის ჩანაწერები.

მაგალითად, Как воспитать джентльмена? (ამ გზავნილში წარმოდგენილია ვიდეო, რომელიც ფარულად გადაიღო ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და პრესტიჟულ კერძო სკოლაში Ludgrove school).

Итоги круглого стола: технологии в школе – это не только ноутбуки! (სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდის შედეგები). მრგვალი მაგიდის ვიდეოჩანაწერი.

Зачем нужно дополнительное образование в школе?

19 March 2011

არითმეტიკა - ალგებრული აზროვნების საფუძველი

მოთხოვნილებები განაპირობებენ სწავლების მეთოდებს. ამის დასტურია აშშ-ში არითმეტიკის სწავლების ახალი მიდგომები.

სიახლეების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დღეს ადამიანები სულ უფრო იშვიათად აწარმოებენ გამოთვლებს ხელით. ამ ოპერაციების შესასრულებლად ისინი კალკულატორებს ან კომპიუტერებს იყენებენ.

ეს არ ნიშნავს, რომ არითმეტიკა აღარ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. უბრალოდ უნდა შეიცვალოს აქცენტები. კომპიუტერების ეპოქაში ძალიან აქტუალურია ალგებრული აზროვნება, რომლის საფუძველი სწორედ არითმეტიკის სწავლებისას ყალიბდება. ამიტომ არითმეთიკის სწავლებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა არითმეტიკული გამოთვლების სისწრაფეზე, არამედ იმაზე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ არითმეტიკული ოპერაციების და რიცხვთა სისტემის პრინციპები, გაიგონ რიცხვების არსი.

ახალი მიდგომების სადემონსტრაციოდ მოყვანილია ქვეშმიწერით გამრავლების მაგალითი.

ქვეშმიწერით გამრავლების ტრადიციული ხერხი:


ქვეშმიწერით გამრავლების ახალი ხერხი:


ამ ხერხის მიზანია არა გამრავლების შესრულების სისწრაფე, არამედ ის, რომ მოსწავლეებმა დაინახონ ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება გამრავლების ოპერაცია.

უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.