29 June 2008

სემინარის ჩანაწერები - 29 ივნისი 2008

მოვიყვან მოკლე ჩანაწერებს Stephanie Sandifer-ის სემინარიდან, რომელიც მან ჩაატარა კონფერენციაზე EdubloggerCon 2008 სან ანტონიოში (აშშ).

როგორი არ უნდა იყოს სკოლა:
  • სწავლება არ არის სამსახური 9-დან 5-მდე (ეს ცხოვრების წესია)
  • სწავლება არ არის შემოსაზღვრული ზარით (გაკვეთილზე და გაკვეთილიდან)
  • არც სწავლაა შემოსაზღვრული ზარით
  • არ არის შემოსაზღვრული ტრადიციული ჩარჩოებით
  • არ არის ლიმიტირებული და განსაზღვრული მინიმალური სტანდარტებით
  • არ არის განსაზღვრული მშობლების არარეალური და არაჯანსაღი მოლოდინებით
  • არ არის მხოლოდ ფოკუსირებული სწავლის სტანდარტიზირებულ შეფასებაზე და სტანდარტიზირებულ გაზომვაზე
  • არ არის დახურული
  • არ გავს ფაბრიკის მოდელს
  • არ გავს 19 საუკუნის საკლასო ოთახს
  • არ უნდა იყოს არადიფერენცირებული
  • არ უნდა იყოს უსახო
  • სწავლა არ უნდა იყოს საშუალო მაჩვენებლისათვის
  • არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ შემაჯამებელ შეფასებაზე
ბავშვებმა უნდა აკეთონ რეალური ნივთები, რეალური აუდიტორიისათვის, რათა განუვითარდეთ უნარები და გატაცება სწავლით.

სკოლის მუშაობის შედეგების გაზომვა არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

ბილ გეიტსის ბოლო სამუშაო დღე

27 ივნისი - ბილ გეიტსის ბოლო სამუშაო დღე Microsoft-ში. ამ დღიდან ის აღარ იქნება კომპანიის ხელმძღვანელი. გეიტსის მომავალი საქმიანობა ძირითადად დაუკავშირდება მის საოჯახო საქველმოქმედო ფონდს.

YouTube-ზე განთავსებულია გეიტსის ბოლო სამუშაო დღისადმი მიძღვნილი ვიდეოშარჟი.

28 June 2008

სემინარის ჩანაწერები - 28 ივნისი 2008

Wesley Fryer-ის ჩანაწერებიდან:

კრიტიკული საკითხები, რომლებზეც ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ პასუხები:
  • რა არის სწავლა?
  • როგორი უნდა იყოს?
დიდი შეცდომაა გავრცელებული აზრი, რომ კოლეჯის მოსწავლეები არიან ტექნოლოგიურად წიგნიერი ყველა სფეროში.

წინა წლებში ჩვენ ვასწავლიდით პროგრამულ უზრუნველყოფას და არა კონცეფციებს.
ახლა მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით წერა.

სკოლების უმეტესობა უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძინოს კომპიუტერები, ვიდრე იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს ისინი.

ძალიან დიდია იმ მასწავლებელთა რიცხვი, რომლებსაც არ სურთ არანაირი ცვლილებები. ეს სერიოზული ბარიერია რეფორმისათვის.

სოციალური ქსელებეი გვეხმარებიან პრობლემების გადაწყვეტაში.

26 June 2008

Perceptive Pixle Multi-Touch

2008 წლის ერთ-ერთი წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპი. ვიდეოზე წარმოდგენილია ამ დისპლეის შესაძლებლობები. მისი ღირებულება ჯერ საკმაოდ მაღალია (100000$), მაგრამ ახლო მომავალში ასეთი დისპლეები ხელმისაწვდომი იქნება საშუალო ოჯახებისათვის.

25 June 2008

აშშ-ს და ფინეთის სკოლების შედარება

საინტერესო სტატია, სადაც ავტორი ცდილობს შეადაროს ერთმანეთს აშშ-ს და ფინეთის სკოლები. საყოველთაოდ ცნობილია ფინეთის წარმატებები სასკოლო განათლებაში. ბოლო წლებში ფინელი მოსწავლეები იკავებენ პირველ ადგილებს სხვადასხვა საერთაშორისო ტესტირებებში. ამავე ტესტირებებში ამერიკელი მოსწავლეების მიღწევები საშუალო დონისაა.

ავტორი ამბობს, რომ განსხვავება ამერიკის და ფინეთის სკოლების აღჭურვაში, სკოლის შენობებში არ არის. არ არის განსხვავება ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმში. ძირითადად, ორივე სახელმწიფოს სკოლებში მუშაობენ საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები.

არ შეიმჩნევა, ავტორის აზრით, დიდი განსხვავება პედაგოგიურ მეთოდებში და სტრატეგიებში, რომლებსაც იყენებენ ამ ქვეყნების მასწავლებლები გაკვეთილებზე. ორივე ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ სწავლა იყოს დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. შეიძლება ითქვას, რომ პროექტული მეთოდები აშშ-ს სკოლებში უფრო ფართეთ გამოიყენება.

ძირითადი განსხვავება შეინიშნბეა ”სკოლის კულტურაში”. მაგალითად, ფინეთში საკმაოდ გავრცელებულია, როცა სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ამზადებენ ერთობლივ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაინახონ და გაანალიზონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან. ეს ტენდენცია სულ უფრო ვრცელდება ფინეთის სკოლებში.

ამერიკის სკოლებში მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ერთობლივი პროექტები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ამბობბენ, რომ გადატვირთული სასწავლო გეგმა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს აქვთ თვითგამოხატვის მეტი თავისუფლება. ახალგაზრდების კულტურა, მათი ინტერესები უფრო მეტად ინტეგრირებულია სასწავლო გეგმაში, ვიდრე იზოლირებული.

როგორც უმეტეს ქვეყნებში, ფინეთშიც სკოლები ამზადებენ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისათვის, რომლებიც abitur exam-ის სახელითაა ცნობილი. ამ გამოცდების თავისებურება და მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს მოეთხოვებათ გამოცდის ყველა საგანში შედარებით გრძელი ესეების დაწერა. გამოცდებს ეთმობა 4-8 დღე (6 საათი დღეში). მოსწავლეებმა ესეების წერა რომ შეძლონ, თემები უნდა ისწავლებოდეს ისე, რომ მოსწავლეებს შეექმნათ ერთიანი წარმოდგენა საგანზე.

მაგალითისათვის მოვიყვანთ ისტორიისა და სოციალური მეცნიერების გამოცდის ერთ კითხვას:
წარმოდგენილია William Robert-ის ფერწერული ნახატი, სადაც ასახულია ქალი მეორე მსოფლიო ომის დროს. გაანალიზეთ ქალების როლი მეორე მსოფლიო ომში, ანალიზის საწყის წერტილად გამოიყენეთ ეს ნახატი. გაანალიზეთ ომის გავლენა ქალის როლზე და მის სტატუსზე დასავლეთ სამყაროში. შესაძლებელია ესე დაიწეროს მხოლოდ ფინეთის ისტორიის კონტექსტში.
იდეა, რომელიც უდევს საფუძვლად ამ გამოცდებს ეფუძნება მენეჯმენტის ცნობილ კანონს: იღებ იმას, რასაც ზომავ (you get what you measure). თუ გამოცდებზე იზომება მხოლოდ მეხსიერება, სწორედ ამაზე იქნება მასწავლებლების ყურადღება გამახვილებული სკოლებშიც. თუ გამოცდაზე იზომება აქვთ თუ არა მოსწავლეებს საგნის მთლიანი წარმოდგენა, აქვთ თუ არა ათვისებული საგნის ძირითადი კონცეფციები და მათი ურთიერთკავშირები, სწორედ ამის სწავლას ეცდებიან სკოლებში მასწავლებლები.
(ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს სკოლის დამამთავრებელი ეროვნული გამოცდები ანუ არ ხდება სკოლის მუშაობის შედეგების გაზომვა. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, სკოლებს და მასწავლებლებს არა აქვთ ორიენტირი იმისა, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სწავლებისას. ეს მიმაჩნია ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ახალი მეთოდების, ინოვაციების მოთხოვნილება სკოლებში ასეთი დაბალია - ჯ.გ.).

ბმულები:

ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლებისათვის

განათლება ფინეთში

ფინეთის ეროვნული გამოცდების ოფიციალური საიტი

24 June 2008

რღვეულის შევსება Web 2.0-სა და უმაღლეს განათლებას შორის

დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების პროფესორის Martin Weller-ის საინტერესო სტატია (SocialLearn: Bridging the Gap Between Web 2.0 and Higher Education), რომელიც ეხება უმაღლესი განათლების პერსპექტივებს. სტატიაში გამოთქმული აზრი, რომ უმაღლესი განათლების ორგანიზებაში მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, სულ უფრო ხშირად გამოითქმევა სხვადასხვა ექსპერტების მიერ. სტატიაში წარმოდგენილია ამ აზრის არგუმენტაცია.

ცვლილებების მიზეზი იქნება ის, რომ როცა მოსწავლეები მიეჩვევიან მარტივ, პრაქტიკულ, პერსონალიზირებულ და ადაპტირებულ ინსტრუმენტებს, რატომ მოუნდებათ მათ სტანდარტიზირებული, არაინტიუტიური, მოუქნელი და ვადაგასული ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც გავრცელებულია ფორმალურ განათლებაში.

ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხი. თუ ჩვენ ტექნოლოგიურ გამოცდილებას დავუმატებთ მომხმარებელთა თანამონაწილეობას, რომელსაც ისინი იღებენ სოციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Flickr, YouTube, ბლოგები, Wiki-სისტემები და სხვა და შევადარებთ მას ზემოდან-ქვემოთ, წინასწარ გაფილტრულ გამოცდილებასთან, რომელსაც ისინი იღებენ კურსებზე და ასევე წინასწარ განსაზღვრულ სასწავლო რესურსებს მივხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური ცვლილებაცაა.

საწყის ეტაპზე სწავლის ინსტრუმენტები ახდენენ ცენტრალიზებული მოდელის კოპირებას, მაგრამ დროთაგანმავლობაში, როცა მათი გამოყენება და მათი ინტეგრაციის მეთოდები გამარტივდება, ცენტრალიზებული მოდელის გამოყენება სულ უფრო არაეფექტური გახდება. ადამიანების ორგანიზების ”ფასი” დაეცემა, უფრო ეფექტური და წარმატებული გახდება არაფორმალურ ჯგუფებში სწავლა.

როცა გამარტივდება ჯგუფების თვითჩამოყალიბების შესაძლებლობები და ინდივიდებისათვის გამარტივდება ჯგუფის მუშაობაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობები, მოიხსნება ძველი მოდელისათვის დამახასიათებელი ბევრი შეზღუდვები.

მაგალითად, უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ თავი მოუყაროს მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს. მაგრამ როცა ამის გაკეთება ამ ადამიანებს თვითონ შეეძლებათ ონლაინ, უნივერსიტეტის ეს ფუნქცია დაკარგავს აქტუალობას. აღარ იქნება საჭირო უნივერსიტეტში წასვლა, რომ იურთიერთო მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან.

23 June 2008

Firefox 3.0

გამოსულია Firefox-ის მესამე ვერსია.

ბევრი სიახლეა.

ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მესამე ვერსიის ყველა ახალი შესაძლებლობები.

A Field Guide to Firefox 3

Firefox 3.0-ის გადმოწერა

22 June 2008

ინტერნეტ ეკონომიკის მომავალი

გამოქვეყნდა სეულში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია. შეხვედრა გაიმართა კორეაში 2008 წლის 17-18 ივნისს და ეძღვნებოდა ინტერნეტ ეკონომიკის პერსპექტივებს.

დეკლარაციაში დადასტურებულია ამ ქვეყნების ვალდებულება ხელი შეუწყონ ინტერნეტ ეკონომიკის განვითარებას, მხარი დაუჭირონ ინოვაციებს, ინვესტიციებსა და კონკურენციას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სექტორში.

განსაკუთრებულად არის ხაზგასმული, რომ მთავარ ზრუნვას წარმოადგენს ინტერნეტის არსის შენარჩუნება, როგორიცაა მისი ღიაობა, დეცეტრალიზებულობა და დინამიურობა. მხარდაჭერილი იქნება ინოვაციები, მონაწილეობა და მისაწვდომობა.

შეიქმნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის, ინოვაციების და კვლევების თავისუფალ მოძრაობას. ხელი შეეწყობა ინფორმაციისა და ქონთენთის საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას, რომელიც შეიცავს მეცნიერულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს.

დიდი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების და ინტელექტუალური უფლებების დაცვის საკითხებს.

მხარს დაუჭერენ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობისათვის ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველყოფას.

03 June 2008

საინტერესო საიტები - 3 ივნისი 2008

WorldWide Telescope
Microsoft-ის უფასო ინტერნეტ პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ კოსმოსში ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის საშუალებით. ეს ძალიან საინტერესო, ფუნქციონალუირად მდიდარი და სასარგებლო პროგრამაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელმა.

eLECTIONS
უფასო ონლაინ კომპიუტერული თამაში, სადაც მოთამაშეები აწარმოებენ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. თამაშს აქვს დიდი საგანმანათლებლო პოტენციალი. მოითხოვს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს.

National History Education Clearinghouse
საიტი შეიცავს მასალებს აშშ-ს ისტორიის სწავლებისათვის. აქ წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტები, სასწავლო მასალები, ისტორიის სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.