Will Richardson-ი სწავლის შესახებ:
დღევანდელი სწავლა უფრო კავშირებია, რომელთა დამყარება ჩვენ შეგვიძლია, ვიდრე ცოდნა, რომელსაც ვინახავთ ჩვენს მეხსიერებაში. სწავლა არ არის მოვლენა, ის არის მუდმივად მიმდინარე პროცესი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ ნებისმიერ დროს, თუ გვაქვს ინტერნეტი. ეს არის პროცესი, რომელიც გაჟღენთილია საუბრებში (conversations), საუბრებში, რომლებიც არ არის შეზღუდული არც დროით და არც ადგილით. საუბრებში, რომლებიც გვრთავენ პრაქტიკოსთა თემებში.
სწავლა Web 2.0-ის კონტექსტში ძალიან განსხვავდება სწავლისაგან, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოს უმეტეს საკლასო ოთახებში, სადაც არის განსაზღვრული კურიკულუმი, რომელიც უნდა აითვისონ მოსწავლეებმა და მასწავლებელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პროცესს.
ახალ კონტექსტში, მასწავლებლები ხდებიან დამაკავშირებლები, რომლებიც აკავშირებენ მოსწავლეებს სხვა მასწავლებლებთან და რესურსებთან და შედეგად მოსწავლეები აგებენ სწავლას ამ კავშირებზე და თვითონ წარმართავენ საკუთარ სწავლას.
უფროსის როლი საკლასო ოთახში არის არა მასწავლებლობა, არამედ მოსწავლეობა, რომელიც მეგზურობს სხვა მოსწავლეების პრაქტიკას.
ტრადიციული სწავლის მახასიათებლები:
- მასწავლებლის მიერ წარმართული სწავლა
- სწავლა იზოლაციაში
- ფოკუსირება ფაქტების გამეორებაზე
- გარემო, რომელშიც ფასდება სწრაფი პასუხები
- კალმის და ქაღალდის გამოყენებაზე დაფუძნებული აქტივობები
- მცირე დრო კითხვების დასასმელად
- მასწავლებელი, როგორც ბრძენი სცენაზე
- მასწავლებელი - საგნის ექსპერტი
- მკაცრი სტანდარტები
- თანამშრომლობა კლასში ითვლება თაღლითობად
- მოსწავლეებს შეზღუდული აქვთ საინფორმაციო რესურსების წვდომა
ახალ გარემოში ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომია, მაგრამ ცოდნა უნდა იყოს ინდივიდუალურად კონსტრუირებული.
No comments:
Post a Comment